შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს ლაზარ კომანესკუს შეხვდა.

პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა BSEC-ისა და ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას, როგორც ორგანიზაციის საქმიანობის შემდგომი განვითარების კარგ შესაძლებლობას.

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) გენერალურ მდივანს, ლაზარ კომანესკუს შევხვდი. ლაზარ კომანესკუმ აღნიშნა, რომ BSEC-ის დაარსებიდან მოყოლებული, საქართველო, როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, ყოველთვის აქტიურად ერთვება და ღირებული წვლილი შეაქვს ორგანიზაციის საქმიანობაში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა BSEC-ისა და ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელობას, როგორც ორგანიზაციის საქმიანობის შემდგომი განვითარების კარგ შესაძლებლობას.

ლაზარ კომანესკუმ ისაუბრა BSEC-ის მიერ ახალი პროექტების დაგეგმვა-განხორციელების საკითხზე, მათ შორის, ბიზნეს წრეების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ასევე, შესაძლო ერთობლივ კვლევით პროექტებზე, განსაკუთრებით დაკავშირებადობის მიმართულებით. შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები.

აღინიშნა, რომ მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ამ პროცესში მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769691312

ახალი ამბები

გურამ დუმბაძე სამშენებლო ფასების რეფორმაზე: პრემიერ-მინისტრის დავალებაა, შევქმნათ პრევენციული მექანიზმები, გავაუმჯობესოთ პრაქტიკა, ჩვენ სრულად კონკურენტული ვხდებით კერძო სექტორთან მიმართებით, მოვითხოვთ ხარისხს

„მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის ინიციატორია და ასევე - ფასილიტატორი რიგ საკითხებში, ერთ-ერთი მთავარი რეფორმა არის სამშენებლო სამუშაოების ნაწილი“, -...

გურამ დუმბაძე

1769689900

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე უკრაინისათვის ნაჩუქარი გენერატორების უკრაინულ ვებგვერდზე პირატულად გაყიდვის ამბავზე: ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემურია, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია

„საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორების, უკრაინულ ვებგვერდებზე გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, სრულებით არ გამოიყურება დაუჯერებლად. ომში მყოფ ქვეყანაში,...

დავით ჩიხელიძე

1769688939

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. პრეზიდენტმა გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადა იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც არამხოლოდ ქა...

მიხეილ ყაველაშვილი

1769687887

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ

ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებ...

დიდი ბრიტანეთი

1769686817

ახალი ამბები

ნათია თურნავა: სამთავრობო ობლიგაციების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესი მიუთითებს, რომ საქართველოს სუვერენული რისკები დაბალია

„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკის გუნდი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებში, სადაც საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების მიმართ განსაკუთ...

ნათია თურნავა