მუნიციპალური განვითარების ფონდი - რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა
რაგბის 14 სტადიონის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეგიონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარაგბო მოედნების მშენებლობა თბილისსა და რეგიონებში დაიწყება.
„დაგეგმილია 12 ხელოვნურსაფარიანი მოედნის აშენება: თბილისის ზღვის მიმდებარედ, ფონიჭალაში, თბილისის 180-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში, წყალტუბოში, გურჯაანში, საჩხერეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში, ლენტეხში, ამბროლაურში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში.
ქუთაისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში, კი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, გეგმავს რაგბის ბუნებრივსაფარიანი სტადიონების მშენებლობას. გარდა ამისა, დაგეგმილია ქუთაისის „აიას“ სტადიონისა და თბილისში, ავჭალაში მდებარე სტადიონის რეაბილიტაცია.
ვარკეთილში კი აშენდება 2000 მაყურებელზე გათლილი ახალი, ბუნებრივ საფარიანი სტადიონი, რომელიც საერთაშორისო თამაშებსაც მოემსახურება. ქვეყნის მასშტაბით სარაგბო მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და ქვეყნის სარაგბო ტრადიციების კიდევ უფრო გაძლიერებას“, – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის გავრცელებულ ინფორმაციაში.
1769691312
ახალი ამბებიგურამ დუმბაძე სამშენებლო ფასების რეფორმაზე: პრემიერ-მინისტრის დავალებაა, შევქმნათ პრევენციული მექანიზმები, გავაუმჯობესოთ პრაქტიკა, ჩვენ სრულად კონკურენტული ვხდებით კერძო სექტორთან მიმართებით, მოვითხოვთ ხარისხს
„მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმის ინიციატორია და ასევე - ფასილიტატორი რიგ საკითხებში, ერთ-ერთი მთავარი რეფორმა არის სამშენებლო სამუშაოების ნაწილი“, -...
1769689900
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე უკრაინისათვის ნაჩუქარი გენერატორების უკრაინულ ვებგვერდზე პირატულად გაყიდვის ამბავზე: ომში მყოფ ქვეყანაში, სადაც კორუფციის პრობლემა სისტემურია, ჰუმანიტარული დახმარების არამიზნობრივი გამოყენების რისკი ყოველთვის მაღალია
„საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის გადაცემული გენერატორების, უკრაინულ ვებგვერდებზე გაყიდვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სამწუხაროდ, სრულებით არ გამოიყურება დაუჯერებლად. ომში მყოფ ქვეყანაში,...
1769688939
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ეროვნული პრემიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. პრეზიდენტმა გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადა იმ ღირსეული წვლილისთვის, რომელიც არამხოლოდ ქა...
1769687887
მსოფლიოდიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ
ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა ექნებათ. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებ...
1769686817
ახალი ამბებინათია თურნავა: სამთავრობო ობლიგაციების მიმართ საერთაშორისო ინვესტორების მაღალი ინტერესი მიუთითებს, რომ საქართველოს სუვერენული რისკები დაბალია
„ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული ბანკის გუნდი ფინანსთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმონაწილეობდით საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრებში, სადაც საქართველოს სამთავრობო ობლიგაციების მიმართ განსაკუთ...































