გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში?

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ის ორმაგი სტანდარტი, რომლითაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს. კერძოდ, საუბარია უცხოური გავლენების შესახებ კანონზე, რომელიც მისაღებია საფრანგეთისთვის, ხოლო ევრობიუროკრატებისათვის საქართველოში იგივე შინაარსის კანონი ანტიდემოკრატიულად მიიჩნევა.

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აკრიტიკებდნენ ევროპაში საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონს და განაცხადა, რომ ამის უკან დგას „დიფ სთეითი“, რომლის სურვილია საქართველოს ხელისუფლების კონტროლი და ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვა.

„აბსოლუტურად სწორი და გასაგებია, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და ასევე, ემხრობა იმას, რომ არ უნდა გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია და ა.შ. მაგრამ, რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით? მაშინ უცხოეთიდან არაერთი უსამართლო განცხადება გაკეთდა, მათ შორის საფრანგეთის მხრიდან. ანუ, ფრანგ ხალხს სჭირდება სიმართლე და სამართლიანობა და ქართველ ხალხს არა? უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, კრიტიკა იმიტომ იყო, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, რომელიც არიას „დიფ სთეითის“ და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ საქართველოში თავად უნდა აკონტროლოს ხელისუფლება და პოლიტიკური პროცესები - საქართველოს სუვერენიტეტი არ სჭირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792568844

ახალი ამბები

კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა

„კრწანისის რაიონში, ლომინაძის ხევში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სანიაღვრე კოლექტორი ეწყობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა...

კრწანისის რაიონი

1792568795

ახალი ამბები

ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელ...

ვაქცინაცია

1792567861

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი

„უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი და ერთხელ და სამუდამოდ, „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ე.წ. განშტოებები,...

არჩილ გორდულაძე

1792566386

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1792565613

ახალი ამბები

„მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი“ - საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და...

საგამოძიებო სამსახური