გურამ მაჭარაშვილი: დადასტურდა ის, რასაც პირდაპირ ვამბობდით - USAID-ი, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარის მოადგილე USAID-ის ფაილებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციას აფასებს.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი და „ხალხის ძალა“ ადრეც პირდაპირ აღნიშნავდნენ, რომ USAID-ი და ევროპის განვითარების ფონდი საქართველოში ხელისუფლების უკანონო შეცვლას, რადიკალურ პროცესებსა, მათ შორის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას აფინანსებდნენ.
„პირდაპირ ვამბობდით, რომ USAID-ი, ევროპის განვითარების ფონდი აფინანსებენ საქართველოში უკანონოდ ხელისუფლების შეცვლას, მოლოტოვის კოქტეილებს, რადიკალურ პროცესებს. ამ ყველაფერს აფინანსებს მათ შორის USAID-ი, ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი იყო USAID-ი.
რაც დაადასტურა 2024-ში ტრამპმა და მისმა ადმინისტრაციამ, USAID-ი პირდაპირ სწორედ ამ მიზნით გააუქმა, როდესაც ჩაწერა, რომ USAID-ი უნდა გაუქმდეს იმისთვის, რომ ის იყენებდა თავის ფულს სხვა ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში ჩასარევად. ახლა მით უმეტეს, ეს გამოქვეყნებული ფაილები არის მორიგ ჯერზე იმის მტკიცებულება, რასაც ჩვენ ვამბობდით. ეს არის დადასტურებული ზუსტად, რომ USAID-ის თანხები მიემართებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ამ შემთხვევაში საქართველოში, რომ უკანონოდ შეცვლილიყო ხელისუფლება“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
1795858425
ახალი ამბებიირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს ჭერი, „TV პირველმა“ ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა - თქვენი ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ მან, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ტე...
1795857296
ახალი ამბებისპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი შენობა ექნება
დიღომში სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა ხელს შეუწყობს სა...
1795855151
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ზოგჯერ მრავალწლიანი მტრობის საუკეთესო პასუხი მორიგი პოლიტიკური განცხადება კი არა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა
„მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების პირობებშიც კი, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თანადგომას შეუძლია გააღოს ის კარები, რომლებიც პოლიტიკამ დიდი ხნის წინ დახურა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის წევრი...
1795853701
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. მისი ინფორმაციით, ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევის...
1795852855
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უნივერსიტეტია აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს
„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზია...































