შაკო კუჭაშვილი: ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას დღეს ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს
„ღირსეული კაცის ღირსეულმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა, ხოლო მისი ინიციატივით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის კავშირი მყარდება და ძლიერდება“, - წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი სოციალურ ქსელში.
კუჭაშვილის თქმით, კონკურსის შედეგად შერჩეულ ქართველ ახალგაზრდებს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ უნივერსიტეტისა და მთავრობის მიერ.
მისივე განცხადებით, ივანიშვილების ოჯახის მრავალწლიანი ქველმოქმედების ტრადიციას ცოტნე ივანიშვილი განათლების სფეროშიც აგრძელებს და ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლოს ისე, რომ სწავლის საფასური მის ოჯახს ტვირთად არ დააწვეს.
„ღირსეული კაცის ღირსეულმა შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა, ქართველი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების ფანჯარა გახსნა. მისი ინიციატივით ჰონგ-კონგის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის კავშირი მყარდება და ძლიერდება. როგორც დღეს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, კონკურსის შედეგად შერჩეულ ქართველ ახალგაზრდებს სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ - ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი დაფარავს, ნაწილს კი - ჩვენი მთავრობა. QS-ის 2027 წლის რეიტინგის მიხედვით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი აზიაში პირველ ადგილზეა, ხოლო U.S. News & World Report-ის 2025–2026 წლების რეიტინგში განათლებისა და განათლების კვლევების მიმართულებით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებდა. ეს შესაძლებლობა ჩვენს ახალგაზრდებს დიდ სტიმულს მისცემს.
ჩემთვის ყოველთვის ნათელი იყო, რა მიზანი ამოძრავებდა ივანიშვილების ოჯახს - საქართველოსა და მის დიდებულ ხალხს გვერდით დასდგომოდა მაშინ, როცა ქვეყანას ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეს ჯერ მათი ოჯახის მრავალწლიან ქველმოქმედებაში გამოჩნდა, შემდეგ კი - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში, პოლიტიკაში მოსულიყო. დღეს ცოტნე ივანიშვილი ამ ტრადიციას განათლების სფეროშიც აგრძელებს. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქართველ ახალგაზრდას, რომელსაც ცოდნაც აქვს და სწავლის სურვილიც, შეუძლია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ადგილი საკუთარი შრომით მოიპოვოს და მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში ისწავლოს ისე, რომ სწავლის საფასური მის ოჯახს ტვირთად არ დააწვეს“, - წერს შაკო კუჭაშვილი.
1795858425
ახალი ამბებიირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს ჭერი, „TV პირველმა“ ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა - თქვენი ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ მან, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ
ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი თავდგირიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 28 ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს, ტე...
1795857296
ახალი ამბებისპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი შენობა ექნება
დიღომში სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა აშენდება. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა ხელს შეუწყობს სა...
1795855151
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ზოგჯერ მრავალწლიანი მტრობის საუკეთესო პასუხი მორიგი პოლიტიკური განცხადება კი არა, გადარჩენილი ადამიანის სიცოცხლეა
„მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების პირობებშიც კი, პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თანადგომას შეუძლია გააღოს ის კარები, რომლებიც პოლიტიკამ დიდი ხნის წინ დახურა,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის წევრი...
1795853701
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან - ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა
განათლების მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს. მისი ინფორმაციით, ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის პირადი ძალისხმევის...
1795852855
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უნივერსიტეტია აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს
„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზია...































