ალექსანდრე მაისურაძე - „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, არ უნდა დავუშვათ ეუთოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება
„მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას, – ამის შესახებ ეუთოსა და ქალაქ ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ ვენაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალექსანდრე მაისურაძის თქმით, ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავ მტკიცედ განაგრძობს ეუთოს პრინციპებისა და ადამიანური განზომილების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების მხარდაჭერას, ანგარიში შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას და ობიექტურობას.
ანგარიში ვერ ასახავს საქართველოს პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტის სირთულეს, არ ითვალისწინებს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მნიშვნელოვან განმარტებებს, შერჩევითად აკეთებს აქცენტს ცალკეულ საქმეებზე და წარმოაჩენს მათ როგორც „პოლიტიკურად მოტივირებულს“, უგულებელყოფს სამართლებრივ გარანტიებს, მიმდინარე სასამართლო პროცესებს და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც სცდება „მოსკოვის მექანიზმის“ მანდატს, მათ შორის მოწოდებებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიმართ, იმოქმედონ საქართველოს წინააღმდეგ, რაც სცდება მისიის უფლებამოსილების ფარგლებს.
ანგარიშში ინფორმაციის შერჩევითი წარმოჩენა და მისი გამოქვეყნების დრო მიუთითებს დასკვნების პოლიტიზირების ტენდენციაზე. ამავდროულად, ანგარიშში უგულებელყოფილია საქართველოს დიდი ხნის მიღწევები დემოკრატიული რეფორმების, პოლიტიკური პლურალიზმის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების მიმართულებით, ასევე ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი განაცხადების რაოდენობის 85%-ზე მეტით შემცირება, რაც ქვეყნის შიგნით სამართლებრივი დაცვის საშუალებებისა და ინსტიტუციური რეფორმების ეფექტიანობაზე მეტყველებს.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეუთო-ს დაზიანება ამგვარი არასათანადო პრაქტიკის შედეგად ან მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ საკითხებს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს მუდმივი საბჭოს მიერ. ასეთ მცდარ და მიკერძოებულ ანგარიშზე უარის თქმა აუცილებელი ნაბიჯია საერთაშორისო პროცესების სანდოობის დასაცავად“, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.
1773327513
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: მარკეტა გრეგოროვა და სხვა ბევრი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ განცხადება გააკეთა, საერთოდ არ იცნობს ჩვენს ქვეყანას და არც მიმდინარე პროცესებზე ფლობს ინფორმაციას - ისინი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებენ
ევროპარლამენტარების განცხადებებსა და საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის...
1773326348
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ, ერთმანეთს ლანძღავენ, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ
„ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურად მათთან გაერთიანებულ, მიტმასნილ ადამიანებს ერთმანეთი უბრალოდ სძულთ“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ...
1773326046
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს
ევროპამ შვიდჯერ მიიღო რეზოლუცია, შვიდჯერ ესროლეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და შვიდჯერვე ააცილეს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა". დეპუტა...
1773325107
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: თუ გრეგოროვამ არ იცის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთის ბიუჯეტიდან სახელმწიფო ფულით ფინანსდება, ეს ფაქტი მის არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს და საერთოდ ხმა არ ამოეღება
„ეს არის თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავდასხმა დემოკრატიის მთავარ პრინციპზე და ამავდროულად სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა...
1773324189
საზოგადოებალევან მახაშვილი ხიდაშელის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციის ჩეხეთში რეგისტრირებაზე: აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ
აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აკეთებენ ყველაფერს, რათა ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ, ქართულ პოლიტიკაში ფული ატრიალონ, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავ...





























