გურამ მაჭარაშვილი: „ლელოს” წევრები საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნეს, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს - სწორედ ეს არის მონური აზროვნება
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სტრატეგიული ობიექტის საკუთრებისა და მართვის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის იდეა საქართველოს სუვერენიტეტისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას გამოხატავს.
მაჭარაშვილის განცხადებით, მსგავსი მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც, მისი შეფასებით, წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა.
„ლელოს“ წარმომადგენელი ორი დღის წინ გამოვიდა და ანაკლიის პორტზე ისაუბრა. საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნა, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს. ამით საკუთარ საზოგადოებასა და ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებს.
ისინი ამბობენ, რომ ამ პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე საქართველო არ უნდა იყოს, სტრატეგიული ობიექტი მეზობელ ქვეყნებს უნდა გავუნაწილოთ და მისი მართვა უცხო ძალებს გადავცეთ. ანუ საკუთრებაშიც უნდა შემოვიყვანოთ მეზობელი ქვეყნები და მართვაც უცხო სახელმწიფოს გადავაბაროთ.
ეს არის სწორედ მონური აზროვნება - როდესაც ფიქრობ, რომ შენს ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსი არ არსებობს, სუვერენიტეტი არ გაქვს და თავმოყვარე არ ხარ. ერთი ქვეყანა დამისახელეთ, რომელიც იტყვის, რომ სტრატეგიული ობიექტი მეზობლებს უნდა გაუნაწილოს და შემდეგ მისი მართვა უცხო ქვეყანას გადააბაროს. ამას ვედავებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“.
დღემდე ყველა ოპოზიციონერი, მათ შორის „ლელო“, ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, მაგრამ ზუსტად იმავეს აკეთებენ. მაშინ ვაკრიტიკებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სტრატეგიული ობიექტი ოკუპანტ ქვეყანას გადასცა, ახლა კი „ლელო“ ამბობს, რომ სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ვაშენებთ, სხვას უნდა გადავცეთ; ჩვენ არ უნდა ვიყოთ მისი მესაკუთრე და, მით უმეტეს, მისი მმართველი. სწორედ ამ ხალხზე ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ ისინი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და კოალიციურად მართონ ქვეყანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...
1784020536
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“
„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...
1784020469
ახალი ამბებიირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ
ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...































