ლევან მაჭავარიანი: პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია!
„პირდაპირ ვამბობთ, სულ რომ დღეს მიგვიღონ ევროკავშირში ყოველგვარი დათქმების გარეშე და გვითხრან, უნდა დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა საქართველოში, ეს არის წითელი ხაზი, გამორიცხულია!“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა, ასევე, ისაუბრა გამჭვირვალობის შესახებ კანონზე და აღნიშნა, რომ სუვერენიტეტის დასაცავად ეს კანონი ყველას სჭირდება.
„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ეს კანონი ჩვენს შემდეგ გაამკაცრა ბრიტანეთმა უკვე მეორეჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საუკუნეა მოქმედებს. კანადამ მიიღო ჩვენს შემდეგ, საფრანგეთმა მიიღო, ახლა რუმინეთი იღებს. ყველას სჭირდება და ყველა ამაზე ამბობს, რომ ეს სუვერენიტეტის დასაცავად სჭირდება. ვეთანხმებით, ნამდვილად სჭირდებათ, მაგრამ ასევე სჭირდება საქართველოს. წარმოგვიდგინონ არგუმენტი, რომელი პუნქტი, რომელი მუხლი არღვევს ადამიანის უფლებებს, ან არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და რა თქმა უნდა, მზად ვართ შევიდეთ მსჯელობაში.
იგივე ეხება პოლიტპატიმრები რომ დაუჩემებიათ. 2012 წლის შემდეგ საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის. მიხეილ სააკაშვილს რომ ეძახიან, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, ძალიან დიდი ბოდიში, ისინი სასჯელს დამსახურებულად იხდიან“, - აღნიშნა მან.
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...































