თენგიზ შარმანაშვილი: საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს, ისინი ავტორიტეტს კარგავენ, ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია
საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაქტობრივად აზრი დაკარგეს. ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია. საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, ძლიერი ქვეყნების თავსმოხვეული პოლიტიკისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ამის კარგი მაგალითია ეუთო, რომელმაც სახე დაკარგა.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, იგივე ბედს იზიარებენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიც.
„ეუთოს, როდესაც შეიქმნა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის დროს, მაშინაც ჰქონდა დანიშნულება, რომ გაეკეთებინათ ყველაფერი იმისთვის, რომ ევროპაში ომის საშიშროება არასდროს არ ყოფილიყო. საბჭოთა კავშირიც კი ჩაითრიეს ამ საქმიანობაში. მოაწერინეს საერთაშორისო დოკუმენტებზე ხელი, რომ არ გამეორდებოდა საომარი ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში. ამ პრინციპებზე დაფუძნებული ორგანიზაცია ვეღარ ასრულებს თავის მოვალეობას მაშინაც კი, როდესაც საბჭოთა კავშირი, ეს მთავარი ოპონენტი დასავლური სამყაროსი აღარ არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს რუსეთი მაგრამ ის ისეთივე ძლიერი და ისეთივე საფრთხის შემცველი არ არის, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი. აი, ამ ორგანიზაციის სახეც კი აქამდე დაეცა.
რეზოლუციას იღებენ, სადაც ყალბი ნარატივია. არც ერთი შემხვედრი ნაბიჯი, არც ერთი პლატფორმა თავად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სადაც შენს არგუმენტებს მოისმენენ. საერთოდ არც ერთ არგუმენტს არ ისმენენ, არც დასაბუთებულად აბათილებენ. სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირის, რომელიც ჩამოსული იყო ორი წლის წინ საქართველოში ჩვენი არჩევნების დასაკვირვებლად, აი, იმისი დასკვნაც კი გააყალბეს. ამბობენ, რომ თითქოს იქ წერია, რომ ისეთი დონის გაყალბებები იყო არჩევნებში, რომ ის ლეგიტიმაციას არ ექვემდებარება. არადა მსგავსი არაფერი ყოფილა. ასეთ დონეზე დაეცა თუნდაც ეს ორგანიზაცია. იგივე შეიძლება ვთქვათ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებზე.
ეს აჩვენებს იმას, რომ ეს არის საერთო ტენდენცია იმის, რომ ისინი ავტორიტეტს კარგავენ. ეს ჩვენთვის ძალიან საფრთხის შემცველია.
რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართალი, რომ მოქმედებაში იყოს პირველ რიგში ეს პატარა ქვეყნების ინტერესშია, რომ თავი დაიცვან ძლიერი ქვეყნების ძალმომრეობისაგან, ძლიერი ქვეყნების თავსმოხვეული პოლიტიკისგან. რა თქმა უნდა ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები თავისი მანდატით დაწესებულ მოვალეობებს ასრულებდნენ ღირსეულად, სრულმასშტაბიანად. მაგრამ როგორც ჩანს, უკვე იმდენად მოიშალა ეს ყველაფერი თუ არ მოხდა მისი გადაფორმატება გლობალურად, რა თქმა უნდა ისინი დარჩება ბუტაფორიულ ორგანიზაციებად, როგორც ახლა არიან და ვერც მშვიდობის საქმეს და ვერც განვითარების საქმეს ვერ შეძლებენ“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
1784027265
ახალი ამბებისახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია ავრცელებს. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის...
1784025534
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე: გრძელდება გაბუტვის რეჟიმი, საუბრობენ „შუა დერეფანზე“, არ საუბრობენ საქართველოზე, რომელიც საკვანძო ქვეყანაა შუა კორიდორში, რა თქმა უნდა, ეს საბავშვო ბაღი ადრე თუ გვიან დამთავრდება
„ესეც არის გაბუტული რეჟიმის ნაწილი და ისინი ვერ გამოვიდნენ იმ მდგომარეობიდან და ვერ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ გამოვაყენებინეთ საქართველო პროქსი ქვეყნად ისევე, როგორც გამოიყენეს უკრაინა“, - ასე ეხმაურება...
1784025434
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ამ რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გასცდა თავის მანდატს და ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აცხადებს, რომ...
1784024628
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა
ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...
1784021760
ახალი ამბებიკახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ
„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...































