გურამ მაჭარაშვილი: მთავარია, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა, კარგად ვიცით, ბაზარზე არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან ისაუბრა განათლების რეფორმაზე.
დეპუტატმა თქვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციები უსაფუძვლოა.
მან ხაზი გაუსვა, პედაგოგიური მიმართულების მნიშვნელობას და აღნიშნა ისიც, რომ ბაზარზე სერიოზული მოთხოვნაა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტებზე:
„აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია. ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი სიტყვებით, განათლების რეფორმა ეტაპობრივად აღმოფხვრის ბაზარზე არსებულ ხარვეზებს, პროფესიებზე მოთხოვნასთან დაკავშირებით.
„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქციებს არ აქვს არანაირი საფუძველი. ხომ ყველამ კარგად ვიცით, რის ბაზაზე შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი? ის შეიქმნა პედაგოგიური ინსტიტუტის, უცხო ენების ინსტიტუტისა და ფიზკულტურის ინსტიტუტის ბაზაზე. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, თუ რა კავშირშია ქიმიის ფაკულტეტი იურიდიულ ფაკულტეტთან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ფიზკულტურის ინსტიტუტზე.
პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი კი ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი იმაზეა, რომ განათლების რეფორმა საჭირო იყო. ამას თავად ნაციონალური მოძრაობაც ამბობდა წლების განმავლობაში და საყვედურობდა კიდეც ხელისუფლებას განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო.
როცა ჩვენ, „ხალხის ძალამ“ შევისწავლეთ განათლების რეფორმის ძირეული საკითხები, რა თქმა უნდა, გვქონდა კითხვები. მათ ნაწილზე პასუხები მივიღეთ, გარკვეულმა პასუხებმა კი არ დაგვაკმაყოფილეს, მაგრამ გაგრძელდა კონსულტაციები და ის შედეგი დადგა, რაც ვნახეთ. მთავარი ისაა, ახალგაზრდამ იცოდეს, სადაა მოთხოვნა.
კარგად ვიცით, ბაზარზე რომ გახვიდე, არაა იურისტსა და ეკონომისტზე მოთხოვნა, მაგრამ გვაქვს აგრონომიის, გეოლოგიისა და სხვა ტექნიკური მიმართულებების სპეციალისტების ნაკლებობა. როდესაც ახალგაზრდა ხედავს, რომ ბაზარზე მაღალი კონკურენციაა და იურისტი, ეკონომისტი აღარაა საჭირო, იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს კოლეჯში წელიწად-ნახევრით ან ორი წლით. აგრონომის, ვეტერინარისა და სხვა ძალიან ბევრ პროფესიაზე მაღალი მოთხოვნაა და ანაზღაურებაც დიდია.
ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერობის განვითარებაზე. ამ ფერმერებს ვეტერინარი ხომ სჭირდებათ, ათასობით ჰექტარი მიწის დამუშავებაში ხომ აგრონომია საჭირო. ასე რომ, აღარ იქნება აუცილებელი, ყველამ ან ყველა მეორემ უმაღლესი უნივერსიტეტი რომ დაამთავროს და მერე ეძებოს სამსახური. ეს შედეგი კი დადგება ნელ-ნელა, სწორედ ამ რეფორმების შედეგად“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1777746402
საზოგადოებაპრემიერი: ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი,ჩვენი მთავარი ამოცანა არის ეკონომიკის სწრაფად ზრდა და ამასთან ერთად, სოციალურ საკითხებზე ზრუნვა
ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, ახლა არის 38 მლრდ დოლარი და ეს არის კონკრეტული ქმედებების შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“. როგორც...
1777744132
საზოგადოებაშოთა ბერეკაშვილი: პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის, როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები
პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტი...
1777744085
საზოგადოებაპრემიერი: კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული, რათა არ დაზიანდეს არც ერთი მხარის, მათ შორის ბიზნესის ინტერესები, საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც შესაძლებელია, შემცირდეს, თუ მოხდება ჯაჭვის ოპტიმიზაცია
მეტი გამჭვირვალობა, მეტი მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, მოკლევადიან რეჟიმში საერთო გადაწყვეტაზე ფიქრი და გზების გამონახვა ფასების შემცირებისთვის ძირითად პროდუქტებზე, ეს არის ის გზა, რო...
1777744021
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ინტერესი იმისა, რომ ფასები შემცირდეს, არის ჩვენს შემთხვევაში ძალიან მძაფრად გამოხატული და ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზი
ფასები ჩვენთან არის ნომინალურად უფრო იაფი, ვიდრე საფრანგეთში, ვიდრე გერმანიაში, სხვა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ აქ მეორე მომენტია, ბუნებრივია, საქართველოში ხელ...
1777742743
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, ფასების შემცირებით სუბიექტურად არის დაინტერესებული თითოეული მოქალაქე, ჩვენც გვაქვს იგივე ინტერესი
ფასებთან დაკავშირებით ხელისუფლების და საზოგადოების ინტერესი არის აბსოლუტურად ერთიანი და ერთგვაროვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“. მთავრო...


























