რევაზ სოხაძე - გამჭვირვალე პროცედურები კორუფციის პრევენციის მთავარი მექანიზმია

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში -„ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კორუფციის რისკების აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებული დაზღვევის მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის პოზიცია კორუფციის მიმართ მკაფიო და ყველასთვის ცნობილია.

მისი თქმით, კორუფცია ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია, რის გამოც ხელისუფლება და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელება თავიდანვე იყოს გამორიცხული.

რევაზ სოხაძის განმარტებით, ამ მიმართულებით ყველაზე ეფექტიანი პრევენციული მექანიზმია გამჭვირვალობა და სწორი სატენდერო პროცედურების დანერგვა, რისთვისაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული პროცედურა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან და ვზრუნავთ მათ ჩართულობაზე. პრემიერ-მინისტრი ხშირად საუბრობს ხარჯთეფექტურობაზე და ჩვენთვის პრინციპულია, რომ სახელმწიფო არ იხდიდეს ზედმეტად მოქალაქეების ფულს. კარგად გვესმის, რა ღირს პროდუქტის შექმნა ბაზარზე და მზად ვართ გადავიხადოთ რეალური ფასი. როდესაც სისტემა არაჯანსაღია, იზრდება როგორც კორუფციული გარიგებების, ასევე არახარისხიანი პროდუქტისა და მშენებლობების რისკი. სწორედ ამიტომ, ფასებთან დაკავშირებით სახელმწიფომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევქმენით ახალი სისტემა, რომლის ფარგლებში ფასების დადგენა ახალი წესით ხდება და საბოლოოდ რეალურ მაჩვენებლებზეა დაფუძნებული“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, სამშენებლო სფეროში ქვეყანა დღემდე ოპერირებს 1980-იანი წლების ნორმებით. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა მომავალი წლიდან საქართველო ეტაპობრივად გადავიდეს ევროპულ სტანდარტებზე, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილშიც.

„აქტიურად ვმუშაობთ საგზაო კანონმდებლობაზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარვუდგენთ. ყველა ეს ცვლილება ერთობლიობაში ქმნის სისტემის გაჯანსაღების საფუძველს. მშენებლობის პროცესი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს გამჭვირვალე და დაზღვეული კორუფციული რისკებისგან. ჩვენი მთავარი მიზანია, მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი“, - აღნიშნა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა პროექტირების მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ შეიცვალა დიზაინბილდის პრინციპით ტენდერების გამოცხადების პრაქტიკა, რომელიც არაეფექტიანი იყო. მისი თქმით, უკვე ჩატარებულია დაახლოებით 50 არქიტექტურული კონკურსი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანიები, რაც ასევე, ხელს უწყობს ქართული არქიტექტურული სკოლის განვითარებასაც.

„ჩვენი მიზანია, მივიღოთ კარგად დამუშავებული და ხარისხიანი პროექტები, რომლებიც მშენებლებს გადაეცემათ ისე, რომ შემდგომში არ საჭიროებდეს არსებით ცვლილებებს. ეს წარსულში ხშირად იწვევდა ვადების გაწელვას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანამ მისთვის განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში მიიღოს ხარისხიანი შედეგი - ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768216598

ახალი ამბები

კახა კალაძე: ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა - არსებობს კანონი და ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად

„ის დრო აღარ არის, როგორც წლების წინ იყო - გაუმჭვირვალე, „შავი“ ფული შემოდიოდა ქვეყანაში და შიდა პოლიტიკას ხმარდებოდა“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო...

კახა კალაძე

1768213617

ახალი ამბები

„თოვლი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.   როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში აღნიშნული, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვე...

წვიმა და ქარი

1768211333

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებას გამოეხმაურა. „თავიდანვე ცხადი იყო, რა შედეგამდე მივიდოდა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, როდეს...

შალვა პაპუაშვილი

1768208117

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი - „ნაცმოძრაობას“ სამართლებრივად აღსასრული უდგას, ამ ჩაძირული გემის პროცესში ვინ გახდება კაპიტანი, დიდი მნიშვნელობა არ აქვს

„წაქცეულ ადამიანებს ფეხს აღარ ურტყამენ, ამიტომ აღარ ვსაუბრობ ოპოზიციაზე ბევრს, თავად ამბობენ, რომ მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დამთავრდა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გ...

გურამ მაჭარაშვილი

1768206387

ახალი ამბები

რევაზ სოხაძე - გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარდამტეხი იყო

„გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2025 წელს დასრულდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა -ე.წ. „საუკუნის პროექტი“, რომელიც საი...

რევაზ სოხაძე -