გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტების ფარგლებში გაჟღერდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება
საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესის ზრდაზე და ქვეყნის სუვერენიტეტის მნიშვნელობაზე „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პლატფორმებზე მონაწილეობა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება.
„საქართველოს საზოგადოება გაზრდილია და კარგად აანალიზებს, რა არის დეზინფორმაცია და რა - სწორი ინფორმაცია. ფაქტია, რომ დღევანდელ მსოფლიოში შეიცვალა მიდგომები, იქნება ეს აღიარების პოლიტიკა თუ სხვა საკითხები. მაგალითად, კაია კალასს არ აღიარებს მარკო რუბიო - ერთი ევროკომისარია, საგარეო პოლიტიკას მართავს, მეორე კი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი; დონალდ ტრამპი არ აღიარებს ევროკავშირის პოლიტიკას; აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპაში ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას, პირდაპირ უთხრა ევროპას, რომ მათი პრობლემაა არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ ევრობიუროკრატია. მაგრამ ეს არ უშლის ხელს მათ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თანამშრომლობას.
ამ ფონზე, რა გასაკვირია, რომ ევრობიუროკრატიას ჰქონდეს ზეწოლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც არ დაემორჩილა და არ დაემონა მის მითითებებს. ჩვენ მათ არ ჩავაბარეთ ქვეყნის სუვერენიტეტი. ახლა გახსნილად საუბრობენ ამ საკითხზე (ოთხი წლის წინ ამაზე დუმდნენ) და არ მალავენ იმას, რომ ქვეყანა, რომელიც შევა ევროკავშირში, არ იქნება სრულუფლებიანი წევრი, მას არ ექნება ვეტოს უფლება. მეტიც, დღეს მათაც კი აშინებენ, ვისაც აქვს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება და უნგრეთი ამის კლასიკური მაგალითია.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იმყოფება ამერიკაში და გაეროს 81-ე სესიის ფარგლებში 24 სექტემბერს მოხსენებითაც გამოვა. ქართული დელეგაციის წევრებმა დღეს არაერთი პირდაპირი შეხვედრა გამართეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და ეს შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. 4 წლის წინ, როდესაც გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ და შევქმენით „ხალხის ძალა“, ვთქვით, რომ მოვა დრო და საქართველოს მიმართ ინტერესი გაჩნდება. ჩვენი ინტერესი არ არის მხოლოდ საერთაშორისო პლატფორმებზე გამოსვლა, სხვადასხვა ფორუმებში მონაწილეობა და პარტნიორული ურთიერთობები ევროკავშირისა და აზიის ქვეყნებთან, არამედ ჩვენი სურვილია, მათი ინტერესიც გახდეს საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება. და, როგორც ჩანს, ახლა დგება ეს დრო.
გაეროში პრემიერის ვიზიტის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დარწმუნებული ვარ, წარმატებული ვიზიტი ექნება. შალვა პაპუაშვილი საკუთარ სათქმელს იტყვის და მორიგ ჯერზე დამტკიცდება, თუ რა არის ქართული საზოგადოების ნება.
პარტნიორული ურთიერთობები გვექნება მასთან, ვინც აფასებს საქართველოს სუვერენიტეტს. თუმცა ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდით კვლავ გაგრძელდება - დაფინანსებით, იდეოლოგიურად და ა.შ. ამ ეტაპზე, რადიკალური ქმედებების მასშტაბები აღარ არის ისეთი, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ არ გვაქვს გარანტია, რომ ეს მასშტაბები არ გაიზრდება.
ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ევროკავშირიდან არის დაფინანსებული ღონისძიება, სადაც მიწვეულია მომღერალი, რომელმაც მილიონობით ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა. სად არის ევროპული ღირებულებები? ამას ხედავს საზოგადოება კარგად და ამიტომაც აღარ სჯერათ ევრობიუროკრატიის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1790108376
მსოფლიოგაეროს გენერალურ ასამბლეაზე მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მ...
1790106620
მსოფლიოტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის, მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“. „ის მზადაა შეხვედრისთვის. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა. „გულწრ...
1790105237
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან
ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით მათიკაშვილი ასე აფასებს ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. „მათ მთლიანად...
1790102362
მსოფლიოუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია - მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც სურდა, დაუსჯელობის შეგრძნება
„უსმანოვისა და ფრიდმანის სასანქციო სიიდან ამოღების გადაწყვეტილება სამარცხვინო და გაუმართლებელია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ. „მოსკოვი ზეიმობს, რადგან მიიღო ის, რაც...
1790099517
საზოგადოებააზერბაიჯანის საგარეო უწყება: აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ აღიარებს საქართველოს ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებსა“ და შედეგებს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებთან“ დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაქო კვლავ უპირ...





























