ზაალ ანჯაფარიძე: ერთი „ნაცის“ გია ბარამიძის პროვოკაციის გაგრძელება არის მეორე „ნაცის“ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ და ამიტომ თურმე აფხაზეთი უნდა დავთმოთო

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აფხაზებსა და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ, ისინი ამჟამად „მტრები“ არიან და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება კონფლიქტის მოგვარებასაც შეუწყობს ხელს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ანჯაფარიძე წერს, გვარამიას განცხადება, გია ბარამიძის მიერ გაკეთებული პროვოკაციული განცხადებების გაგრძელებაა და საზოგადოებაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის იდეის დამკვიდრებას ემსახურება.

მისივე შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში აფხაზეთის და ცხინვალის დათმობის თესლის ჩაგდება გარედან დაგეგმილი სქემა იყოს, ხოლო აქაური აგენტურის მეშვეობით, ამ თესლზე წყლის დასხმა შესაბამისი განცხადებებით - საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა და დამუშავება.

„ერთი „ნაცის“ გია ბარამიძის პროვოკაციის გაგრძელება არის მეორე „ნაცის“ ნიკა გვარამიას განცხადება, რომ აფხაზებს და ქართველებს ერთმანეთი არ უყვართ და ამიტომ თურმე აფხაზეთი უნდა დავთმოთო. ალბათ იმავეს ფიქრობს ცხინვალზეც, თან დააყოლა მისი აზრით „წყალგაუმტარი არგუმენტი“, რომ ასე უფრო მარტივად მიგვიღებენ ევროკავშირშიო.

უფრო ადრე, კიდევ ერთმა უცხოური გავლენის აგენტმა სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთი საქართველოს სხეულზე არსებულ განგრენას შეადარა. განგრენოზული ნაწილი კი ბუნებრივია მოკვეთას ექვემდებარება და გასაგებია რაც იგულისხმებოდა ამაში. კიდევ უფრო ადრე, „მთავარი ნაცი“ სააკაშვილი ცხინვალსა და აფხაზეთს დაკარგულ ორ სოფელს უწოდებდა და დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.

გვარამიას განცხადება იყო პირველი საჯარო განცხადება, როდესაც საქართველოს მიერ სეპარატისტული ტერიტორიების დათმობა ასე პირდაპირ დაუკავშირეს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. საიდან მოდის ეს იდეა და ეს ნარატივი? და რატომ ალაპარაკდა ამაზე გვარამია სწორედ ახლა?

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა-აღიარების ფონზე, ევროკავშირის პოლიტიკურ კულუარებში საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებთან მიმდინარეობდა ნიადაგის მოსინჯვა, ხომ არ იტყოდა საქართველო უარს ცხინვალსა და აფხაზეთზე, ევროინტეგრაციის დაჩქარების და სხვა ევრობენეფიტების სანაცვლოდ? დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა სერბეთთან პირდაპირ აღიარებას არა, მაგრამ ირიბად სთავაზობენ „კოსოვოსთან ურთიერთობების ნორმალიზაციას“.

არაა გამორიცხული, რომ საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში აფხაზეთის და ცხინვალის დათმობის თესლის ჩაგდება გარედან დაგეგმილი სქემა იყოს. ხოლო აქაური აგენტურის (ბარამიძე, გვარამია და ა.შ.) მეშვეობით ამ თესლზე წყლის დასხმა შესაბამისი განცხადებებით - საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა და დამუშავება.P.S. ასე იგეგმება ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციები. ჯერ სიტყვა... მერე მედია გაშუქება, მერე საზოგადოების რეაქცია...“, - წერს ანჯაფარიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790110142

ახალი ამბები

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-წითელი ხიდის გზატკეცილზე, სოფელ ბირინცი ქოსალის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. მომხდარზე გამოძ...

ავარია ავარია

1790109665

მსოფლიო

„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა. მისი...

ერდოღანი ერდოღანი

1790108376

მსოფლიო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მ...

მაკრონი მაკრონი

1790106620

მსოფლიო

ტრამპი: პუტინი მზადაა შეხვედრისთვის, მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასრულების თემაზე „შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“. „ის მზადაა შეხვედრისთვის. მას სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა. „გულწრ...

დონალდ ტრამპი

1790105237

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ - ეს არის ის პროცესი, რომელიც დიდი იმედია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით საბოლოოდ მათი განულებით დასრულდება და ისინი გაქრებიან პოლიტიკური ველიდან

ოპოზიციის ფრუსტრირების პროცესი მიდის დასასრულისკენ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით მათიკაშვილი ასე აფასებს ოპოზიციაში მიმდინარე დაპირისპირებას. „მათ მთლიანად...

დავით მათიკაშვილი