ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტი ალიევი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
„გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს - პირადად თქვენ და მთელ ქართველ ხალხს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
ძალიან გვახარებს ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის - საქართველოს დინამიური განვითარება და მიღწევები. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მეგობრობის, ძმობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციებს ეფუძნება, რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ჩვენს ხალხებს შორის. დღეს ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა ხასიათდება მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგით, რეგულარული ორმხრივი ვიზიტებით და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობით, რაც მუდმივად მდიდრდება ახალი შინაარსით“, - აღნიშნავს ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე.
„სიამოვნებით ვიხსენებ აპრილში თქვენს მშვენიერ ქვეყანაში განხორციელებულ სახელმწიფო ვიზიტს. მსურს, გამოვთქვა რწმენა, რომ პრიორიტეტულ სფეროებზე ჩვენი გულწრფელი და ღია დიალოგის დროს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებასა და პრაქტიკული შედეგების მიღწევაში. ამჟამად, ხელსაყრელი პირობებია შექმნილი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის ახალი შინაარსით გასამდიდრებლად და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხებისა და რეგიონის კეთილდღეობისთვის არსებული შესაძლებლობების გამოყენებით შევძლებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტური ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებას ორმხრივი ინტერესების სფეროებში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალოც წერილში.
1779739919
ახალი ამბები26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალი...
1779739709
მსოფლიონეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება დაავალა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან სამხედროებს დაავალა, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ. ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირ...
1779737842
ახალი ამბებისამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერ...
1779735451
ახალი ამბებიზელენსკის თქმით, უკრაინამ ფრონტზე სიტუაცია დაასტაბილურა
ფრონტზე შექმნილი ვითარება ხასიათდება უკრაინული პოზიციების გაძლიერებით, რაც განპირობებულია დრონების, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და აქტიური თავდაცვის წყალობით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლ...
1779732197
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. როგორც პროკურატურის...































