საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს იხსენებს, ასევე, აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების მაღალი დონე განპირობებულია იმ კეთილგანწყობით, პატივისცემითა და ნდობით, რომელსაც ჩვენი მეზობელი ხალხები ერთმანეთის მიმართ საუკუნეების განმავლობაში იჩენდნენ. კმაყოფილებას იწვევს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელი დინამიკური და ყოვლისმომცველი განვითარება.
უაღრესად ვაფასებ გასულ თვეში თქვენს მეგობარ ქვეყანაში ჩემი სახელმწიფო ვიზიტის შედეგებს, ასევე, ვიზიტის დროს ჩემს მიმართ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობასა და გულწრფელ მეგობრობას. თბილი გრძნობით ვიხსენებ ჩვენს პროდუქტიულ შეხვედრას და აზრთა გაცვლას, რომელიც ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის ატმოსფეროში წარიმართა.
ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ერების სასიკეთოდ და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისთვის, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მყარ საფუძველსა და კარგ ტრადიციებზეა დაფუძნებული, ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, მეგობარ და მოძმე ქართველ ხალხს კი, ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
1779741332
მსოფლიოტრამპმა ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და პირობა დადო, რომ თეირანს ბირთვული იარაღი „არასდროს“ ექნება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ირანის წინააღმდეგ კამპანიაში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეირანს „არასდროს ექნე...
1779739919
ახალი ამბები26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალი...
1779739709
მსოფლიონეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება დაავალა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან სამხედროებს დაავალა, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ. ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირ...
1779737842
ახალი ამბებისამართალდამცველებმა კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერ...
1779735451
ახალი ამბებიზელენსკის თქმით, უკრაინამ ფრონტზე სიტუაცია დაასტაბილურა
ფრონტზე შექმნილი ვითარება ხასიათდება უკრაინული პოზიციების გაძლიერებით, რაც განპირობებულია დრონების, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და აქტიური თავდაცვის წყალობით. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლ...































