ლავროვმა რუბიოს კიევში სამიზნეებზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ აცნობა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ტელეფონით აცნობა რუსეთის გეგმების შესახებ, რომლებიც უკრაინის თავდასხმების საპასუხოდ კიევში სამხედრო ობიექტებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმას ითვალისწინებს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის დავალებით ს.ვ. ლავროვმა ოფიციალურად აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ კიევის რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ მიმდინარე ტერორისტული თავდასხმების საპასუხოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალები იწყებენ სისტემატურ და თანმიმდევრულ დარტყმებს კიევში განლაგებულ ობიექტებზე, რომლებიც გამოიყენება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის, ასევე, იმ ცენტრებზე, სადაც ხდება შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ ლავროვმა საუბრისას ყურადღება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 25 მაისის განცხადებაზე გაამახვილა, რომელშიც უწყება შეერთებულ შტატებს, კიევში მისიების მქონე სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინის დედაქალაქიდან დიპლომატიური პერსონალისა და სხვა მოქალაქეების ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

მინისტრმა გაიხსენა 2025 წლის აგვისტოში ანკორიჯში აშშ-ის წინადადებით უმაღლეს დონეზე მიღწეული შეთანხმებები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით და სინანული გამოთქვა, რომ „ევროპული ელიტებისა და კიევის რეჟიმის თავხედური ძალისხმევა ძირს უთხრის ამ შეთანხმებებს, რომლებმაც გზა გაუხსნა ინტერესთა ბალანსზე დაფუძნებულ მდგრად, გრძელვადიან დარეგულირებას“.

მინისტრებმა ასევე გაცვალეს შეფასებები ჰორმუზის სრუტეში კრიზისის დასაძლევად დიპლომატიური ინიციატივებისა და კუბის გარშემო არსებული ვითარების შესახებ. მხარეებმა დაადასტურეს ორმხრივი ვალდებულება, ცნობილი უთანხმოების მიუხედავად, გააძლიერონ ძალისხმევა ერთმანეთის ტერიტორიაზე რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების სამუშაო პირობების ნორმალიზებისთვის. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779732156

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემას და გულწრფელ დიალოგს

„აზერბაიჯანელ ხალხს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! უკვე არაერთი წელია, სიტყვით მოგმართავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე და ყოველ ჯერზე სიამაყით აღვნიშნავ, რომ წლი...

შალვა პაპუაშვილი

1779731181

ახალი ამბები

მტკიცებულებების საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების და საქართველოს საბაჟო საზღვა...

პროკურატურაა

1779729057

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი გიორგი კანდელაკის კვლევაზე: არახალია, რომ საქართველოს ბევრი საგარეო მტერი ჰყავს, მაგრამ ყველაზე საშიში ის ხალხია, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას უცხოეთიდან ცდილობს

„ჰადსონის ინსტიტუტის“ ტრიბუნიდან საკუთარი ქვეყნის ტერორიზმში დადანაშაულება ეს არის დარტყმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და ეროვნული ინტერესების მიზანმიმართული დაკნინება! სხვაგვარად ამას ღალატი ჰქვი...

ლადო სადღობელაშვილი

1779727415

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით

ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ...

ირაკლი კირცხალია

1779725673

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: გიორგი კანდელაკს თავისი ღალატის სტილისტიკა დაცული აქვს, პოლიტიკოსად მისი მოხსენიება ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა

„გიორგი კანდელაკის სახელსა და გვარს როდესაც იგებს ჩვენი საზოგადოება, ყველას გვახსენდება 2012 წლიდან მისი ქმედებები და საქციელი ევროპარლამენტის დერეფნებში. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა და ითხოვდა, როგორმე ს...

ირაკლი კირცხალი