კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი მისალოც წერილში კორეისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.
„თქვენო აღმატებულებავ,
კორეის რესპუბლიკის მთავრობისა და ხალხის სახელით, მაქვს პატივი, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელი მილოცვა გადავცე თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს.
ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის ფაქტი, რომ კორეა და საქართველო კვლავ განაგრძობენ თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარებას, რაც მტკიცე მეგობრობასა და გულწრფელ ნდობაზეა დაფუძნებული.
მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას და თანამშრომლობის პერსპექტივების გაფართოებას, სხვადასხვა სფეროში მჭიდრო კომუნიკაციის გზით.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს ხანგრძლივი პროგრესისა და კეთილდღეობისთვის, თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობისა და ქართველი ხალხის ბედნიერებისთვის“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
1779771843
ახალი ამბებიილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრეზიდენტი ალიევი ხაზს უსვამს ორ სახელმწიფოს შორის არსებული სტრა...
1779742071
მსოფლიოლავროვმა რუბიოს კიევში სამიზნეებზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ აცნობა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 25 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს ტელეფონით აცნობა რუსეთის გეგმების შესახებ, რომლებიც უკრაინის თავდასხმების საპასუხოდ კიევში სამხედრო ობ...
1779741332
მსოფლიოტრამპმა ირანთან ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და პირობა დადო, რომ თეირანს ბირთვული იარაღი „არასდროს“ ექნება
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე ირანის წინააღმდეგ კამპანიაში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თეირანს „არასდროს ექნე...
1779739919
ახალი ამბები26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი და ჩამოაყალი...
1779739709
მსოფლიონეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმების გაძლიერება დაავალა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მან სამხედროებს დაავალა, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ დარტყმები გააძლიერონ. ნეთანიაჰუმ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირ...































