ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის
საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.
როგორც ინჯიამ აღნიშნა, განათლების სისტემა ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის და ნათელი მომავლის ასაშენებლად.ამასთან, განათლების ახალი რეფორმა ძალიან დიდ როლს შეასრულებს რეგიონების განვითარებაში.
მისი თქმით, უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც პირადად მინისტრი ჩადის თითოეულ მუნიციპალიტეტში. იგი ხვდება არა მხოლოდ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, არამედ მათ მშობლებსაც, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად აღელვებთ საკუთარი შვილების მომავალი.
„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო განათლების მინისტრს წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. ასევე, მსურს მხარდაჭერა გამოვუცხადო მას და მის გუნდს იმ პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის, რაც დღემდე განხორციელდა.
რაც ჩვენ მოვისმინეთ, მსგავსი პრეცედენტი ამ მიმართულებით არასოდეს ყოფილა.
ყველანი ვთანხმდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ნათელი მომავლის ასაშენებლად განათლების სისტემა. მის გარეშე წარმოუდგენელია იმ განვითარების დონის მიღწევა, რომელიც ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული.
უპრეცედენტოა შემთხვევა, როდესაც პირადად მინისტრი ჩადის თითოეულ მუნიციპალიტეტში. მეც პირადად დავესწარი ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას. იგი ხვდება არა მხოლოდ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, არამედ მათ მშობლებსაც, იმ ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად აღელვებთ საკუთარი შვილების მომავალი.
ეს არის დიდი მაგალითი იმისა, თუ როგორი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ადამიანი საკუთარ საქმეს, როგორ უნდა უყვარდეს ის. ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი.
როდესაც შეხვედრა აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა, მშობლებიც გაკვირვებულები იყვნენ ასეთი უშუალო ურთიერთობითა და ამომწურავი პასუხებით, რომლებიც მათ მიიღეს. გულახდილად რომ ვთქვა, ზოგიერთს შეიძლება არც კი სჯეროდა, რომ მინისტრი პირადად ასე დეტალურად უპასუხებდა ყველა საკითხს და მოისმენდა მათ მოსაზრებებს იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელთა წინაშეც თითოეული ოჯახი დგას, განსაკუთრებით რეგიონებში.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ემსახურება რეგიონების განვითარებას და ეს რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში.
როდესაც მივალთ იმ ეტაპამდე, სადაც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ექნებათ ის პირობები, რაზეც დღეს ერთად მოვისმინეთ, არავის ექნება სურვილი დატოვოს საკუთარი სახლი და წავიდეს დიდ ქალაქებში ან შორს.
მე ამის დიდი იმედი მაქვს და წარმატებას ვუსურვებ ბატონ გივის და მის გუნდს, რომლებმაც ასეთი დიდი პასუხისმგებლობა აიღეს ქვეყნის, თითოეული მშობლისა და ბავშვის წინაშე“, - განაცხადა ილია ინჯიამ.
1779970942
ახალი ამბებისააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის
„არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის“, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის თენგო თევ...
1779970211
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწ...
1779969389
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ
უცხოეთიდან დაფინანსებული და ჭკუა დარიგებული ქართველი რადიკალები ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე დადიან და არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა...
1779968888
ახალი ამბებიქარი, ზღვაზე შტორმი და მდინარეებზე წყალმოვარდნები - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშ...
1779968782
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები
„ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები“, - განუცხადა ჟურნალისტებს დია...





























