კახა კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და დავალებებს გარედან იღებენ, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ ძალებს აქამდეც არაერთხელ ჰქონიათ გაერთიანების მცდელობა, თუმცა მათ შორის შიდა დაპირისპირება აშკარად ჩანს.
„გვახსოვს მანამდე რა განცხადებებს აკეთებდნენ გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა თავიდანვე ჩანდა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო. ჩვენ კარგად ვიცით ამ ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება. მე გარედან როგორც ვხედავ, ბრძოლა მიდის - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია. მათ შორის არსებული დაპირისპირება აშკარად ჩანს, ამაზე ღიად საუბრობენ და ერთმანეთს თავს ესხმიან. მათ გაერთიანება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ადამიანების, ამ დაჯგუფების ერთ პლატფორმაზე შეყვანა. თუმცა, მათ წარსულს თუ გადავხედავთ, ყველა „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია. რეალურად მათ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს, გარე აქტორებს ემსახურებიან, გარედან დავალებებს იღებენ. როდესაც ასე მოქმედებ, ქართველი ხალხის მხრიდან ვერანაირი თანადგომა ვერ გექნება.
რაც შეეხება 26 მაისის აქციას, დიდი ინტერესი მათ მიმართ არ მაქვს, რადგან იმდენი საქმეა გასაკეთებელი ქალაქში, მათი ქმედებები თუ აქციები არ მაინტერესებს. ასიათასობით ადამიანი უნდა გამოსულიყო და ყველამ ვნახეთ რამდენიც გამოვიდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საპროტესტო აქციისა და ზოგადად ოპოზიციის შესახებ, თბილისის მერის თქმით, ეს განცხადებაც შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს შიდა დაპირისპირებაზე. თუ დააკვირდით, ოპოზიციას საზოგადოებისთვის არანაირი ხედვა არ წარმოუდგენია, თუ რა გეგმა აქვს ქვეყანასთან დაკავშირებით. ისინი იბრძვიან მხოლოდ იმისთვის, თუ ვინ იქნება ოპოზიციის მთავარი წარმომადგენელი.
რაც შეეხება სააკაშვილის მხრიდან რევოლუციურ სცენარზე საუბარს, ვინც კი კანონს დაარღვევს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში, ყველას შესაბამისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1779962789
საზოგადოება8 200 კილოგრამი პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდვრით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. სასა...
1779961510
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია 6 პირი, სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას
„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპას...
1779960087
მსოფლიოკაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის. როგორც კალა...
1779959931
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას და კიდევ ერთხელ დაანახებს ამ პოპულისტების სახეს ქართველ ხალხს
პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ამომწურავად უპასუხებ...
1779957766
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა 26 მაისის აქციაზე: ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა
„ჩემს Facebook-ზე რომ შეხვიდეთ, გაცილებით მეტი ფოლოუერი მყავს დამეგობრებული, ვიდრე იქ აქციაზე იდგა“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ 26 მაისს ოპოზიციის მიერ...



























