ირაკლი ბენდელიანი: თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდას ინტენსიურად განაგრძობენ
მეოთხე დღეა თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ტროტუარები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები ამჯერად, ბაგებში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე იწმინდება. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, დედაქალაქში თოვლის სახით უხვი ნალექი მოვიდა. ბუნებრივია, პირველივე წუთიდან მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობის 24-საათიან რეჟიმში გადავიდა. თავიდან, პრიორიტეტი იყო ცენტრალურ გამზირებსა და ქუჩებზე შეფერხებები მოგვეხსნა, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. ამ ეტაპზე, თოვა შეწყდა და შესაძლებლობა გვაქვს, შიდასაუბნო ქუჩებზე დავიწყოთ გაწმენდის სამუშაოები. სრული მობილიზებით ვიწყებთ ტროტუარებსა და და ჩიხებში მუშაობას.
ყველგან მივალთ, სადაც პრობლემა იქნება. გზების წმენდის სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა ლოკაციაზე არ მოიხსნება არსებული პრობლემა. მოსახლეობას მოვუწოდებ, საჭიროების შემთხვევაში, მერიის ცხელი ხაზით მოგვმართონ და შეძლებისდაგვარად, მოკლე დროში აღმოვფხვრით პრობლემას“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
17 იანვრიდან დღემდე დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე 5 ათას ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.
1768896869
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს, უნდათ, ხელოვნურად შექმნან მოლოდინები
საქართველოს პრეზიდენტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ნებისმიერი აქტის გამოცემა, რაც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, რაღაც დოკუმენტაც...
1768894476
მსოფლიო„გამოვიყენებ დავოსში ჩემს მედიაჩართულობას, რომ ხაზი გავუსვა თქვენს სამუშაოს ღაზაში, უკრაინაში, მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“ - ტრამპი რუტეს შეტყობინებას აქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ გაგზავნილ შეტყობინებას ავრცელებს. რუტე აცხადებს, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წვლილი შეიტანოს...
1768893573
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური...
1768891442
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. ინფორმაციას...
1768891240
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გა...






























