თენგიზ შარმანაშვილი: ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს, უნდათ, ხელოვნურად შექმნან მოლოდინები
საქართველოს პრეზიდენტს 24 საათის განმავლობაში შეუძლია, ნებისმიერი აქტის გამოცემა, რაც მის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას შეესაბამება, შეიძლება რაღაც ტექნიკური საკითხები იყო დასაზუსტებელი, რაღაც დოკუმენტაცია იყო დამატებით მოსაძიებელი, რაც მთავარია, შეწყალების აქტი გამოიცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი.
„შეიძლება, თუნდაც ერთი ადამიანის საკითხი იყო დასაზუსტებელი. ერთი კაცის გათავისუფლებაც ღირს, რომ ერთი საათით გვიან გამოსცე ასეთი აქტი. ვერ გეტყვით რასთან იყო ეს დაკავშირებული, მაგრამ, თუნდაც ერთი ან ორი კაცის დამატებითი ინფორმაციის მოძიება, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრილიყვნენ, ღირდა, რომ ერთი, ორი ან მეტი საათით გვიან გამოცემულიყო ეს აქტი.
პრეზიდენტს უფლება აქვს, შეწყალების აქტის გამოცემამდე ვინმესთან კონსულტაცია არც კი გაიაროს. შეწყალების აქტები პერიოდულად გამოდის და არ არის დაკავშირებული მხოლოდ რელიგიურ დღესასწაულებთან. მომავალშიც იქნება ეს ჰუმანური აქტები, საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს თუ თვლის შესაწყალებლად, მომავალშიც არ იქნება გვიან ასეთი გამოცემა“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები კონსტიტუციურად პოლიტიკისგან მოწყვეტილი არიან, როდესაც ასეთი ტიპის აქტებთან გვაქვს საქმე.
„ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტს აფუჭებს და ცრუ მოლოდინებს წარმოშობს. მე მივესალმებოდი, გავყვეთ ჩვენს კონსტიტუციურ ჩანაწერს. კონსტიტუციამ გადაწყვიტა, რომ ეს უნდა იყოს ჰუმანიტარული, აპოლიტიკური აქტი და ის მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების სფეროა და არა სხვა ვინმესი, მათ შორის პოლიტიკური ხელისუფლების სფეროში და სჯობს ასე გაგრძელდეს. ასეთ ვითარებაში უფრო მეტი ჰუმანიზმია, ვიდრე პოლიტიკური ანგაჟირების დროს. არავითარი მოლოდინები არ შექმნილა, უბრალოდ უნდათ, ხელოვნურად შექმნან ასეთი მოლოდინები.
ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც საქართველოში ტრიალებს, უნდათ, პოლიტიკური დაპირისპირებებისა და ურთიერთბრალდებების სფეროში გადაიტანონ. ეს ძალიან ცუდია და ხელს უშლის შიდა სამოქალაქო ინტეგრაციას საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში რა გვესმის? არ გცნობ, არ მინდა, პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ხარ საერთოდ, არ გცნობ და როგორც გინდა ისე მოიქეცი, არ მაინტერესებს.
ამავე დროს უნდათ შექმნან მოლოდინი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი, რომელიც არაკანონიერად მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მათ სურთ. იმდენად აბსურდული სიტუაციაა, რომ ასე გაგრძელება წესით აღარ უნდა შეიძლებოდეს. ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს ამ აბსურდულობას და ამ დაპირისპირებების საკითხებს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რომ შიდა დაპირისპირება საქართველოდან არ იმართება.
„მილიონები იხარჯება, რომ მე და თქვენ ერთმანეთს არ დაველაპარაკოთ. უზარმაზარი შეცდომები დააშვებინეს ოპოზიციას. ის, რომ 61 ოპოზიციონერი დღეს საქართველოს პარლამენტში არ ზის და ოპონირებას უმრავლესობას არ უწევს, ერთი შეხედვით თითქოს ჩვენთვის, უმრავლესობისთვის კომფორტულია, მაგრამ საქართველოს მომავლისთვის კომფორტული და სწორი არ არის. აქ უნდა ყოფილო პოლიტიკური ჭიდილის ასპარეზი, ყველგან გადაიტანეს გარდა იმისა, რომ ეს ურთიერთობები კონსტრუქციული ყოფილიყო. ეს ყველაფერი ამის გამოძახილია და ყალბი მოლოდინების შექმნაც ამის ნაწილია.
ყველაფერი, მათ შორის ჰუმანური აქტებიც კი გამოყენებული უნდა იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და ურთიერთდაპირისპირებისთვის. დაპატიმრებულებისთვის მიმართვა და პედალირება, რომ მშობლები დაქოქონ და განწყობა შეუქმნან პოლიტიკური ყალბი ნარატივებისთვის ძალიან ცუდია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
1768896511
ახალი ამბებიირაკლი ბენდელიანი: თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდას ინტენსიურად განაგრძობენ
მეოთხე დღეა თბილისში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზებისა და ფეხით სავალი მონაკვეთების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოები. დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ინფორმაც...
1768894476
მსოფლიო„გამოვიყენებ დავოსში ჩემს მედიაჩართულობას, რომ ხაზი გავუსვა თქვენს სამუშაოს ღაზაში, უკრაინაში, მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას“ - ტრამპი რუტეს შეტყობინებას აქვეყნებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ზე ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მიერ გაგზავნილ შეტყობინებას ავრცელებს. რუტე აცხადებს, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წვლილი შეიტანოს...
1768893573
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრი საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ელჩს დიპლომატიური...
1768891442
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე, 1999 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. ინფორმაციას...
1768891240
ახალი ამბებიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გა...






























