ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციაში ვიდრე წესრიგის განმსაზღვრელი „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია, საერთო ენას ვერ გამოძებნიან, დაიშლებიან და 2028 წლის არჩევნებამდეც ვერ მივლენ

ოპოზიციაში კრიზისია. მათი გაერთიანება არაერთხელ მოხდა, მაგრამ იმდენჯერ დაიშალნენ, რეკორდსაც მიაღწიეს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება მუდმივად იქნება, არჩევნებამდეც და მას შემდეგაც, ისინი საერთო ენას ვერ იპოვიან.

„ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ფლაგმანი იქნებიან, ისინი საერთო ენას ვერ გამოძებნიან. რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს – ერთმანეთს ჭამენ. ასე იქნებიან 2028 წლის არჩევნებამდე.

მათი გაერთიანება ვერ შედგება, მარტივ მამრავლებად დაიშლებიან და არჩევნებამდე ვერც მოვლენ. საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, კრახი გარდაუვალია, აუცილებლად დამარცხდებიან.

ვიდრე ოპოზიციაში წესრიგის განმსაზღვრელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი იქნებიან, საერთო ენას ვერ ნახავენ, მაგრამ მათგან არც გვარამია განსხვავდება. ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ და ათასს სიბინძურეს სჩადიოდნენ“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788851710

საზოგადოება

სგპ „ყაზბეგისა“ და „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებ...

ა თანხის დეკლარირების წესი

1788851236

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნა...

ნარკოდანაშაული

1788850471

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1788850426

საზოგადოება

პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყ...

დაკავება და ბორკილები

1788849309

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რაც არ უნდა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები, როდესაც მათ პატრონი დაავალებს, კვლავ ჩაერთვებიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ერთი მხრივ, საკუთარი აქტუალობის წარმოჩენას, ხოლო მეორე მხრივ, მათი მხარდამჭერე...

არჩილ გორდულაძე