გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჯერადაც, რაიმე ახსნა-განმარტება პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან არ გაკეთებულა.

გურამ მაჭარაშვილი იმედოვნებს, რომ თუკი მომავალში კვლავ გამოქვეყნდება მსგავსი ფორმის წერილი, მასში მეტი კონკრეტიკა აისახება.

„როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხარ და ბრალდებისა და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ ისეთ საკითხს, რასაც ჰქვია თვითმკვლელობა (საუბარია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე), ბუნებრივია, ამას საზოგადოებაში მაღალი ინტერესი ექნება. ის, რაც გააკეთა პროკურატურამ, არის აბსოლუტურად სწორი - ყველა ის პირი, მათ შორის ავტორი, გამოკითხა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებით დეტალებს ფლობდნენ საქმეზე, რომელზედაც მიმდინარეობს გამოძიება. ყველაფერ ამაზე საზოგადოებამ გამოკითხული პირებისგან, მათ შორის ავტორისგან, პასუხად მიიღო ის, რომ მათ არაფერი იცოდნენ.

იმედია, თუკი მომავალში მსგავსი ტიპის წერილი იქნება, იქ აისახება კონკრეტული პასუხები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლებიც მას (ირაკლი ღარიბაშვილს) აქვს წაყენებული. ეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788849309

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რაც არ უნდა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები, როდესაც მათ პატრონი დაავალებს, კვლავ ჩაერთვებიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ერთი მხრივ, საკუთარი აქტუალობის წარმოჩენას, ხოლო მეორე მხრივ, მათი მხარდამჭერე...

არჩილ გორდულაძე

1788849266

საზოგადოება

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა

ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის გზის მე-16 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავ...

 საავტომობილო გზების დეპარტამენტი

1788848634

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვანში, წყალტუბოსა და თერჯოლაში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ობიექტები კანონმდებლო...

რძის პროდუქტები

1788848019

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: ყოფილი, ახალი, ძველი, განახლებული „ნაცი“ არ არსებობს - საბოლოო ჯამში, ეს არის ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედი ყოფილი თუ მოქმედი „ნაციონალური მოძრა...

გიორგი ჩაკვეტაძე

1788847953

ახალი ამბები

წალკაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა წალკის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავ...

ხე-ტყის უკანონო მოპოვებ