უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების ფაქტებზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ კალიბრის, 54 ვაზნა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.

ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულის ორგანიზებით ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასაღეს.

საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა გამოყენებულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს 7 წლით, ხოლო მეორეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788851710

საზოგადოება

სგპ „ყაზბეგისა“ და „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებ...

ა თანხის დეკლარირების წესი

1788851236

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნა...

ნარკოდანაშაული

1788850471

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1788850426

საზოგადოება

პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყ...

დაკავება და ბორკილები

1788849309

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: რაც არ უნდა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ეს ადამიანები, როდესაც მათ პატრონი დაავალებს, კვლავ ჩაერთვებიან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაპირისპირება, ერთი მხრივ, საკუთარი აქტუალობის წარმოჩენას, ხოლო მეორე მხრივ, მათი მხარდამჭერე...

არჩილ გორდულაძე