ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს

ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ - ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

ჭეიშვილი სპეკულაციას უწოდებს ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას.

„ჩვენ პოლიტიკურად არავის ვდევნით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისი აზრის გამოხატვა. ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკაში დაბრუნდა. ალბათ, პოლიტიკურ პარტიას დააფუძნებს და გააგრძელებს პოლიტიკაში მოღვაწეობას, მაგრამ ნებისმიერი ის განცხადება, რასაც დღემდე აკეთებს, არის სპეკულაცია. ჩვენ არავის ვდევნით, არავის ვაშანტაჟებთ. რასაც ის საუბრობს, მხოლოდ მისი წარმოდგენებია. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი არის შეცდომაში შეყვანილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ზურგში დანის ჩარტყმა არ ხდება, გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. ის სასჯელს სამართლებრივად იხდის. ფაქტია, რომ შეცდომაშია შეყვანილი. ირაკლი ღარიბაშვილს კი არა, მიხეილ სააკაშვილს არ დევნის არავინ. ნებისმიერი მსჯავრდებული სამართლიანად იხდის სასჯელს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788852465

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მე-5 წერილზე: წერილში, გარდა ზოგადი კონტექსტისა, სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება და ახსნა-განმარტება არ ყოფილა

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გამოქვეყნებულ მეხუთე წერილს ეხმიანება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხ...

ააა

1788851710

საზოგადოება

სგპ „ყაზბეგისა“ და „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის“ და ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა თანხის დეკლარირების სავალდებულო წესის დარღვევის ფაქტები აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებ...

ა თანხის დეკლარირების წესი

1788851236

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნა...

ნარკოდანაშაული

1788850471

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1788850426

საზოგადოება

პოლიციამ ბათუმში ქურდობის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყ...

დაკავება და ბორკილები