ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773592901

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ევროკანონმდებლები რუკაზე ირანს ვერ პოულობენ, საქართველოს კრიტიკოსი ეს „ოროსნები“ ითხოვენ მმართველი გუნდის, ბიძინა ივანიშვილის, დასანქცირებას - ვითომ იცნობენ ჩვენს გამოწვევებს და რუკის წაკითხვა არ იციან

კორუფციით სახელგანთქმულ ევროპარლამენტში არათუ უცხო სიტყვების წარმოთქმა უჭირთ, არამედ გეოგრაფიაშიც უუნარონი არიან, თუმცა ფარატინა „მგმობ“ რეზოლუციებს კონვეირის სახე მისცეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გ...

ექსპერტი

1773590905

ახალი ამბები

მეუფე შიო: ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება და ჩვენი ცოდვების ხედვისგან გამოწვეული სიმწარე, საღვთო სიყვარულის დამატკბობელ ძალად გადაიქცევა

ჯვარსა და ღმერთს შორის, რომელიც არის ჯვრის პირველსახე და თავად სიყვარულია, არსებობს ცოცხალი კავშირი. ამიტომ როდესაც ჯვარს თაყვანს ვცემთ, ჩვენ თაყვანს ვცემთ თვით ღმერთს, ყოვლადწმინდა სამებას და ვთხოვთ...

ლლლ

1773589416

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ჯანგირაშვილზე: ეს მოაზროვნე ემბრიონი იძახის, ბიძინასთვის ისეთი მნიშვნელოვანია ე.წ. მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომ კობახიძესთან გამართა კონსულტაციები - ნამუსი რომ გააჩნდეს, ბიძინას სახელს არ უნდა ახსენებდეს

ძალიან სუსტი პროპაგანდა აქვთ. აქტორები ხომ პლინტუსს დაბლა, - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია ოპოზიციონერი ჟურნალისტის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმის“ გამო, ბიძ...

გიორგი გამსახურდია

1773587629

ახალი ამბები

ვახტანგ თოფურია: თბილისისადმი გზავნილი - „შეინარჩუნეთ პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ“ - არათანმიმდევრულია, ეს მხოლოდ ზეწოლა არ არის, ეს სტრატეგიული მიტოვებაა

თბილისისადმი მიმართული გზავნილი არათანმიმდევრულია: „შეინარჩუნეთ დემოკრატიული და პროევროპული პოზიცია რუსეთის იზოლირებით, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ, ევროპა, თქვენს გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებებს ვჩქარობთ...

ვახტანგ თოფურია

1773585586

ახალი ამბები

ავარია სანაპიროზე - დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მომხდარზე...

ავარია სანაპიროზე - დაშავდა 1 ადამიანი