ირაკლი ღარიბაშვილი: იმის მიუხედავად, რომ წალენჯიხის მერმა პროცედურები დაარღვია, გამოვცემთ განკარგულებას, რომ წალენჯიხელებს მიეცეთ საშუალება, ყველა სახელმწიფო პროგრამით ისარგებლონ
"დროს როდესაც დავდიოდი რეგიონში, ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი, რომ თუ აირჩევდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, გამოჩნდებოდა, რომ არც თუ ისე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ფაქტი სახეზეა", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში, წალენჯიხაში განვითარებული პროცესების კომენტირებისას განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, წალენჯიხის მერმა დააგვიანა და რეალურად მოქალაქეებს, წალენჯიხის მოსახლეობას არ მიეცა საშუალება, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამებით.
„ამის მიუხედავად, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი მინისტრ ქარსელაძესთან და დავავალე, ვინაიდან ჩვენთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, იმის მიუხედავად, რომ ბატონმა წალენჯიხის მერმა ვადები და პროცედურები დაარღვია, ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ ისე, რომ ჩვენს წალენჯიხელ მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ყველა ამ პროგრამით ისარგებლონ და ამას თვის ბოლოს მოვაგვარებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1784704413
ახალი ამბებიზურაბ პატარაძე: საამაყოა, რომ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები აჭარიდან დაიწყო
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბათუმში სამეცნიერო კონფერენცია და მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა. სამეცნიერო კონფერენცია, აჭარის ავტონომიური რე...
1784703410
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღისსაქა...
1784702763
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობ...
1784701299
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრ ლოურენს ვონგს შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალწლიან ნაყოფიერ ურთიერთობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემ...
1784701043
საზოგადოებასპეციალისტები მოსახლეობას ტყეში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე გადაადგილებისას...


























