გივი მიქანაძე წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის საშემოდგომო ფესტივალს დაესწრო
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ფესტივალი - „ჩემი საქართველო აქ არის“, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სკოლის ტრადიციულ ღონისძიებაზე მიწვევისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს, რომლის ლოცვა-კურთხევითა და მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად
სასკოლო ფესტივალის ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ.
მინისტრმა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება მომავალი თაობის ქართული ტრადიციებითა და პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდას ემსახურება.
„აქ იგრძნობა ქართული სული და ქართული გენი, იგრძნობა საქართველოს თითოეული კუთხე-კუნჭულისთვის დამახასიათებელი ის მრავალფეროვანი ტრადიცია, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის ფასეულობები, რაც წინაპრებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოიტანეს ჩვენამდე, შევინარჩუნოთ. ეს უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ყოველთვის საქართველო ერქვას. სწორედ ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს ემსახურება იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა და მისი თითოეული აღმზრდელი.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყოველდღიურად უდიდეს შრომასა და სიყვარულს დებთ თითოეული მოსწავლის აღზრდასა და განვითარებაში“, - განაცხადა მინისტრმა.
ღონისძიება ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ეფრემმა (გამრეკელიძე) გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ.
აღინიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მუნიციპალიტეტმა უკვე გადასცა ტერიტორია, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის ეზოში საქართველოს სხვადასხვა ისტორიული კუთხის თემატური სივრცეები მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა ქვეყნის კუთხეების ისტორია, კულტურა, გეოგრაფიული თავისებურებები და ტრადიციები წარმოადგინეს.
მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელიც ქართულ ხალხურ სიმღერასა და ქორეოგრაფიას, პოეზიას, თეატრალიზებულ წარმოდგენებსა და შემოქმედებით კომპოზიციებს აერთიანებდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ფესტივალის არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ მისი მომზადებისა და განხორციელების აქტიური შემოქმედებიც არიან.
საშემოდგომო ფესტივალი „ჩემი საქართველო აქ არის“ სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული, მრავალწლიანი ტრადიციაა და უკვე მე-13 წელია, სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს აერთიანებს. ფესტივალი ქართული კულტურული მემკვიდრეობის, მრავალფეროვნებისა და ეროვნული ერთიანობის წარმოჩენას ემსახურებ
1794034379
ახალი ამბებისაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზის კმ20-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინ...
1794032340
მსოფლიო„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ გენერალი: ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც აშშ-ს ირანზე შესაძლო ახალ თავდასხმაში დაეხმარება, ირანის ლეგიტიმური სამიზნე გახდება
„ნებისმიერი ქვეყანა ან ძალა, რომელიც აშშ-ს ირანზე შესაძლო ახალი თავდასხმის განხორციელებაში დაეხმარება, ისლამური რესპუბლიკის ლეგიტიმური სამიზნე გახდება“, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორ...
1794031873
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ქუთაისში 7 ნოემბერს წვიმა იქნება, დღისით +10 და ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მო...
1793997091
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: 2012 წლის შემდეგ ათეულობით ადამიანი, ასეულობით ოჯახი და ათასობით მათი გულშემატკივარი, რომელთა თავზეც გადაიარა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მწამებლურმა რეჟიმმა, ელოდება, სამართლიანობა აღდგეს და ჩვენი ვალიც არის, დავიცვათ კონსტიტუცია
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე „რადიო თავისუფლებასთან“ აცხადებს, რომ ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად, სადაც ანტიკონსტიტუციური პარტიები აიკრძალნენ, პასუხის...
1793996143
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, აღარ იქნება ოპოზიციური ველი ოკუპირებული მათი მხრიდან, ჩვენც გვექნება შესაძლებლობა, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანებთან პოლემიკაში შევიდეთ
როგორც ნებისმიერ წარმომადგენელი, ან ნებისმიერი ადვოკატი მხარისა, ნებისმიერ სარჩელთან დაკავშირებით - იქნება ეს, მაგალითად, თუნდაც საერთო სასამართლოებში, სამოქალაქოში - რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის...































