ირაკლი კირცხალია: ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი და ეს არის კიდევ ერთი გამოვლენა იმ პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“

ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ზრდა არის თითქმის ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე.

„დღეს, ტრადიციულად, სასესიო კვირის ორშაბათს, გაიმართა უმრავლესობის სხდომა. სხდომის ფარგლებში გავიარეთ მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაინიცირდა და გავა უკვე პლენარულ სხდომაზე. მინდა რამდენიმე მთავარ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს გამოვეხმაურო, რომელზეც დღეს იყო საუბარი უმრავლესობის ფორმატში. პირველი, ეს არის ბიუჯეტი. ამ კვირას მივიღებთ 2026 წლის ბიუჯეტს, რომელიც შეადგენს 36, 3 მილიარდ ლარს, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი.

ზრდა არის თითქმის ყველა სტრატეგიულ მიმართულებაზე. გამოვყოფდი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას, სადაც 848 მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი და შეადგენს 9,6 მილიარდზე მეტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ იცით, 2012 წლიდან ჩვენი მიდგომები ზოგადად, სოციალურ მიმართულებასთან და ჯანდაცვასთან მიმართებით. ეს იყო ძირითადად განსახილველი თემა. ერთ-ერთი მთავარი, ბიუჯეტი, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ამ კვირაში მივიღებთ, დავამტკიცებთ.

ეს არის კიდევ ერთი გამოვლენა და გამოხატულება იმ პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“. ის ეკონომიკური ზრდა არის სწორედ იმ სამშვიდობო პოლიტიკის კონვერტაცია ციფრებში და ეკონომიკურ კეთილდღეობაში, რასაც ჩვენ წლიდან წლამდე ვხედავთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765205058

ახალი ამბები

ზარქუა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: ახალი დოქტრინა, რომელიც აშშ-მა წარმოადგინა, დიდწილად ევროკავშირის ე.წ. ბიუროკრატების არასწორი, გაუაზრებელი და სტრატეგიის არმქონე პოლიტიკის დამსახურებაა, ამ დოქტრინამ წერტილი დაუსვა ნატოს გაფართოებას

„ახალი დოქტრინა, რომელიც წარმოადგინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად დიდწილად ევროკავშირის ე.წ. ბიუროკრატების არასწორი, გაუაზრებელი და სტრატეგიის არმქონე პოლიტიკის დამსახურებაა, პლუს ამას აყ...

ირაკლი ზარქუა

1765204012

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება

„სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება“, - ასე ეხმიანება მმართველი გ...

ირაკლი ზარქუა

1765202910

ახალი ამბები

პარლამენტის ბიურომ 9-12 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიურომ 9-12 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემო...

პარლამენტი

1765201574

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა

ათეულობით მილიარდი გაქრა უკრაინაში ომის მსვლელობისას, იარაღიც გაიყიდა… რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა ქაოტური პარვა. აწყობილი სქემა მოქმედებდა და არავინ დაიჯერებს, რომ ამაში არ იყო ჩართული მაღალი საერთ...

ვოლსკი

1765200788

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7005 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. გაუფა...

ლარის კურსი