„მივიდა დაზარალებულის ბინაში, დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა“ - განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 7 დეკემბერს, ქალაქ თელავში, ბრალდებული მივიდა დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და შურისძიების მოტივით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 160-ე მუხლის პირველი ნაწილით (ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1765200788
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7005 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. გაუფა...
1765199050
ახალი ამბებიპროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, გორში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მ...
1765194538
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის!
„გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებულ...
1765192073
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მარკო რუბიოს განცხადებაზე: თუ გინდა, ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა და არა რაღაც „ენჯეოს“, რომელიც ქვეყანაში გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული
თუ გინდა, ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა იგივე გრანტის სახით და არა რაღაც „ენჯეოს“, რომელიც ქვეყანაში გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...
1765191094
ახალი ამბებიკახა კალაძე მერაბ დვალიშვილს: წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გელოდება
ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე UFC-ის ქართველ მებრძოლთან მერაბ დვალიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას ამხნევებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, დვალიშვილს წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელო...






























