კირცხალია ელისაშვილის ქმედების მიმართ ALDE-ს პასუხისმგებლობაზე: „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით პარტია „ლელოს“ დამოკიდებულებასა და ALDE-ს პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

კირცხალიას განცხადებით, „ლელოს“ დამოკიდებულება არის სწორედ ის, როგორიც ALDE-ს აქვს საქართველოს მიმართ, რამდენადაც აღნიშნული პარტიის წევრებმა სამშობლოს ცნება არ იცინა.

„ლელოს“ დამოკიდებულება არის ის, რა დამოკიდებულებაც აქვს ამ დანაყოფს ქვეყნის მიმართ და თავისი სამშობლოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოს ცნება, დარწმუნებული ვარ არცერთმა არ იცის „ლელოში“.

რაც შეეხება ALDE-ს, მათ პატრონებს ეს ALDE იქნება, თუ სხვა არ არჩეული ბიუროკრატები ბრიუსელში დღეს, რას ვხედავთ? - ჩვენ კარგად ვნახეთ მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, არც მანამდე აკლებდნენ ამ დამოკიდებულების გამოხატულებას, უბრალოდ 2022 წლიდან გახდა ძალიან თვალსაჩინო და ნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებისთვის, ისინი არ მხოლოდ გმობენ ამ ყველაფერს, არამედ ახალისებდნენ ამ ყველაფერს. როდესაც შენ ევროკავშირის სახელით საუბრობ, როდესაც შენ ფურცელზე, დოკუმენტზე გქვია პოლიტიკური პარტია და შენ ახალისებ პოლიციელის დაწვას და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას.

როდესაც შენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი გქვია და „ვენის კონვენციით“ უნდა მოქმედებდე მასპინძელ ქვეყანაში და შენ ამ ყველაფრის შემდეგ ბანერებს აბეჭდინებ და „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ ქვეყანაში და გვაყენებ ასეთ შეურაცხყოფას, ლაზარეს შემდეგ ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რასაც აპირებდა, პირდაპირ ტერორიზმს და ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია. ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ დანაყოფის მსოფლმხედველობასა და მათი პატრონების სურვილებზე ჩვენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765205058

ახალი ამბები

ზარქუა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე: ახალი დოქტრინა, რომელიც აშშ-მა წარმოადგინა, დიდწილად ევროკავშირის ე.წ. ბიუროკრატების არასწორი, გაუაზრებელი და სტრატეგიის არმქონე პოლიტიკის დამსახურებაა, ამ დოქტრინამ წერტილი დაუსვა ნატოს გაფართოებას

„ახალი დოქტრინა, რომელიც წარმოადგინა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად დიდწილად ევროკავშირის ე.წ. ბიუროკრატების არასწორი, გაუაზრებელი და სტრატეგიის არმქონე პოლიტიკის დამსახურებაა, პლუს ამას აყ...

ირაკლი ზარქუა

1765204012

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას და მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება

„სახელმწიფო ინტერესების დაცვით ყველა ინვესტიციას შევუწყობთ ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას, მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება“, - ასე ეხმიანება მმართველი გ...

ირაკლი ზარქუა

1765202910

ახალი ამბები

პარლამენტის ბიურომ 9-12 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიურომ 9-12 დეკემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგის საკითხები განსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს წევრებს საშემო...

პარლამენტი

1765201574

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა

ათეულობით მილიარდი გაქრა უკრაინაში ომის მსვლელობისას, იარაღიც გაიყიდა… რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა ქაოტური პარვა. აწყობილი სქემა მოქმედებდა და არავინ დაიჯერებს, რომ ამაში არ იყო ჩართული მაღალი საერთ...

ვოლსკი

1765200788

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7005 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. გაუფა...

ლარის კურსი