ზარქუა: ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ ფოტიგები, კუბილიუსები, „რაისა-კომუნისტკები", ამუნათებენ, რატომ? -„ფარაში" გამოქვეყნდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის" ლობისტები მათ ქირაობენ და ტექსტებსაც კი უწერენ რეზოლუციებისთვის

აღმოჩნდა, რომ ირლანდიის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზეა, სადაც დეოლიგარქიზაციის მიმართულებით მოწინავე პოზიციებია. ეს ნიშნავს, რომ ყველა ინსტიტუცია - მთავრობა, პარლამენტი, ცალკეული სამინისტროები, სასამართლო - მუშაობს შესაბამისად, ხარისხიანად და სამართლიანად. ეს არის ამ კვლევის რეალური დასკვნა, - ასე ეხმიანება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის მიერ ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ ანგარიშს, რომლის კვლევაც მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით, ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

მისი განცხადებით, ევროკავშირის ერთი ნაწილი ობიექტურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას და ეს მიღწევები მათ კვლევებშიც ასახულია, თუმცა, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ზარქუას მიაჩნია, რომ ეს ორმაგი სტანდარტი "ნაციონალური მოძრაობის" ლობისტების მიერ დაქირავებული ცალკეული ევრობიუროკრატების დამსახურებაა, რომლებსაც, ლობისტური კომპანიები რეზოლუციების ტექსტებსაც კი უწერენ.

"ახლა ნახეთ ევროკავშირის მეორე ნაწილი: "რაისა -კომუნისტკები", ფოტიგები, რომელიც გააგდეს, კუბილიუსები, რომლებიც კოსმოსს იკვლევს, კალასები, "მდიდარი მამიკოს შვილები" და ა.შ. რომლებიც დროებით არიან ხელისუფლების მაღალ ეშელონებში, დააკვირდით რას ამბობენ, რომ თურმე, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, თურმე, აქ დიქტატურა დამყარდა, მედიას არ აქვს თავისუფლება და ა.შ. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ევროკომისიის ნაწილი, რომელიც ობიექტურად იკვლევს და მათ შორის, ასახავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მერამდენე წელია გამჭვირვალეა, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რომ საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რომ საქართველოს არასდროს დაურღვევია დაწესებული სანქციები, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა რეფორმების ნაწილში, რომ საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, სახელმწიფო უწყებები, რეიტინგში ერთ-ერთი გამორჩეულია, მათ შორის, კანდიდატ სახელმწიფოებში, ყველა კრიტერიუმით საქართველო პირველ ადგილზეა. ამას ევროკომისიის ერთი ის ობიექტური კვლევა აჩვენებს და თავად ამბობენ აღწერილობაში, როგორც "მსოფლიო ბანკი", ისე "სავალუტო ფონდი", მაგრამ მეორე ნაწილი - ფოტიგები, კუბილიუსები, "რაისა-კომუნისტკები" და ა.შ. ამუნათებენ, რატომ? - ის კვლევა, რაც გამოქვეყნდა "ფარაში", რომ "ფინანსდებიან კოლექტიური ნაცმოძრაობის მხრიდან ლობისტები, რომლებიც შემდეგ ქირაობენ და ტექსტებსაც კი უწერენ რეზოლუციებისთვის. რატომ ვთქვით, რომ ჩალის ფასი აქვს რეზოლუციას? იმიტომ, რომ აღმოჩნდა, თურმე, ლობისტურმა ორგანიზაციებმა დაუწერეს რეზოლუციის ტექსტი, იმის შნოც არ აქვთ, რომ თვითონ დაწერონ." - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765201574

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: რაც უფრო რეალური გახდება უკრაინის კრიზისის მოგვარება, მით უფრო დიდი იქნება ძალისხმევა, შეიქმნას ცეცხლის ახალი კერები, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, ახალი ჯახის რეალური წინაპირობა იქნებოდა

ათეულობით მილიარდი გაქრა უკრაინაში ომის მსვლელობისას, იარაღიც გაიყიდა… რასაკვირველია ეს ვერ იქნებოდა ქაოტური პარვა. აწყობილი სქემა მოქმედებდა და არავინ დაიჯერებს, რომ ამაში არ იყო ჩართული მაღალი საერთ...

ვოლსკი

1765200788

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7005 ლარს შეადგენს. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7005 ლარი იყო. გაუფა...

ლარის კურსი

1765199050

ახალი ამბები

პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, გორში უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გორში მომხდარი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მ...

პროკურატურა

1765194538

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის!

 „გუშინ ორი აქცია ვნახეთ, ორივეს რეალური დანიშნულება ჩვენი ქვეყნის დასუსტებაა და ფულს ჩვენი ქვეყნის უცხოელი მტერი იხდის! ამ ორ აქციას შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ამ ეტაპზე პირველ აქციას, მოტყუებულ...

დიმიტრი სამხარაძე

1765192073

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მარკო რუბიოს განცხადებაზე: თუ გინდა, ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა და არა რაღაც „ენჯეოს“, რომელიც ქვეყანაში გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული

 თუ გინდა, ქვეყანას დაეხმარო, ქვეყანას უნდა ჩაურიცხო კონკრეტული თანხა იგივე გრანტის სახით და არა რაღაც „ენჯეოს“, რომელიც ქვეყანაში გაუგებარი საქმიანობით არის დაკავებული, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ო...

ლევან მაჭავარიანი