ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით

ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მოწვევით ჩინეთში ჩვენი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული დელეგაციის მთავარი ამოცანაა, ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და კიდევ უფრო გაღრმავება.

„ჩინეთთან ურთიერთობებში წელს საკმაოდ მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ, ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. ამ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები - გაიზარდა ჩინელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში, გაიზარდა პირდაპირი ფრენები, გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. თუმცა, უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მსოფლიო პოლიტიკაში ჩინეთის როლი განუხრელად იზრდება.

ჩვენთვის საინტერესოა მათი ხედვა მსოფლიოში მიმდინარე სხვადასხვა კონფლიქტებთან დაკავშირებით. გვექნება საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ცოტა ხანში ჩინეთში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სამიტი გაიმართება, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი და რუსეთის პრეზიდენტი მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან ბევრი თემაა განსახილველი“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინურ მხარეს ამ ვიზიტის ორგანიზებისთვის. ასევე მნიშვნელოვანი იყო ბიზნესფორუმი, რომელიც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა, რაც საშუალებას აძლევს ორი ქვეყნის კერძო სექტორს, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდნენ.

ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს, გვექნება შეხვედრები ასევე პარლამენტშიც, გვექნება შეხვედრები ქალთა ორგანიზაციაში, შეხვედრები ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, ასევე გვექნება ლექცია ჩინეთის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტში და ვიზიტის ბოლოს მოვინახულებთ ქალაქ ჰანჯოუს, რომელიც არის ჩინეთის ინოვაციების და ტექნოლოგიების თანამედროვე დედაქალაქი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.

მისი თქმით, ოპოზიცია საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე საქართველოს ნებისმიერ წარმატებას პირად მარცხად აღიქვამს.

„ცდილობენ, მიჩქმალონ, დამალონ, რომ საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი იმყოფებოდა და თავიანთ მაყურებელს არ მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ჭრილში. მე ვფიქრობ, ეს არათუ წაგებიანი, ზოგადად 21-ე საუკუნეში ინტერნეტის ეპოქაში გაუაზრებელი და უაზრო პოზიცია და ტაქტიკაა, თუმცა ეს მათი არჩევანია.

ალბათ არ სურთ ან მათივე მეგობრებს, პარტნიორებს თუ პატრონებს დასავლეთში შეიძლება, არ უხარიათ საქართველოსა და ჩინეთის მჭიდრო ურთიერთობები და სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ ხმას არ იღებენ და საერთოდ არ აშუქებენ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, როგორიც არის ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში“, - დასძინა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794228205

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: აგენტურა საკუთარ მხარდამჭერებს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს უმალავს - ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ ეთერი, რომელიც არ არის საინტერესო საქართველოსთვის

მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და ვიზიტის საპასუხოდ, ოპოზიციის სრულ დუმილს ეხმაურება. დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები საკ...

დავით მათიკაშვილი

1794227569

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩ...

დავით ჩიხელიძე

1794227472

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას...

პროკურატურა

1794225389

ახალი ამბები

გია აბაშიძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს საკუთარ ევრაზიულ სტრატეგიაში

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის მიერ საქართველოს „სამხრეთ კავკასიაში პირველ სტრატეგიულ პარტნიორად“ მოხსენიება საყურადღებო გზავნილია და მიუთითებს, რომ პეკინი საქართველოს სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს ანიჭებს ს...

გია აბაშიძე

1794224647

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რუსეთთან მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ როდესაც ჩვენ გვიშლიდნენ რუსეთთან ვაჭრობას, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდნენ, ჩვენი ეკონომიკის განადგურებას, ასობით მილიარდი დოლარი აქვს ნავაჭრი ევროკავშირს რ...

ლევან მაჭავარიანი