შალვა პაპუაშვილი: კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვა, ეჭვი არავის შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც, საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის და ეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქვეყნები ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ურთიერთობების ნორმალიზება და საბოლოო ჯამში, ომში უშუალო მონაწილე ხალხი დაზარალდება.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ წინასწარ გაიაზრა, რა შედეგები შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ესკალაციაში შეყოლას და ასეთი ნაბიჯების გადადგმაზე უარი თქვა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ბრიუსელისთვის რომ დაეჯერებინა, ქვეყანა დღეს ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული იქნებოდა.
„ქართველი ხალხი იმიტომაც იქცევა ბრძნულად, რომ ჩვენ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა აშშ-სა და რუსეთს შორის, ასევე, რამდენიმე თვეში დაწყებული „ჩრდილოეთ ნაკადის“ მშენებლობა გერმანიასა და რუსეთს შორის და ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც. არავის ეჭვი არ შეეპაროს, რომ ასე იქნება ახლაც. ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ნორმალიზება, ერთადერთი, ვინც საბოლოო ჯამში დაზარალდება, დაზარალდება ის ხალხი, რომელიც ომში არის უშუალო მონაწილე. 2008-შიც ასე იყო, საბოლოო ჯამში დაზარალებული დავრჩით ჩვენ, ხოლო სხვა ქვეყნებმა ხელახლა გადაალაგეს საკუთარი ურთიერთობები. ისტორიულადაც ასე ხდებოდა და ასე იქნება ამ ჯერზეც.
ჩვენ გვესმის, რომ საუბარი არის ევროპის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს, როგორც ჩანს, არ ვიცი. ერთი მხრივ, აშშ და რუსეთი საუბრობენ, მეორე მხრივ, ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა, ჩაერთოს ამ დისკუსიაში, ვინაიდან მის უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ასე რომ, თავის დროზე ჩვენ რომ ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში, ყველა ყველაფერზე შეთანხმდებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა. ეს იქნებოდა ჩვენი ბედი, ხოლო ხედავთ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ისე, რომ თავად ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ ამ ომში, უკრაინის ომში, ახლა აცხადებს პრეტენზიებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ ეს ქვეყნები, ახალი უსაფრთხოების შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ ამ ომში და უნდათ, ამ ომის შედეგებში მათი ინტერესების გათვალისწინება მოხდეს, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ქართველებს, რამდენად ცინიკურია სამყარო. ამიტომ თავიდან უნდა ვიცოდეთ ეს, არა შემდეგ ვინანოთ რაღაც ნაბიჯები, როცა საბოლოოდ ჩვენ დავზარალდებით, არამედ თავიდანვე გავთვალოთ. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ამ ყველაფერს თავიდანვე რომ ვხედავდით, იმიტომაც არ შევყევით ამ ესკალაციაში, ვინც მოგვიწოდებდა და საქართველომ მხოლოდ მოიგო ამ ყველაფრისგან. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, დღეს ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1794229490
ახალი ამბებიფაბრიციო რომანო: ალისონ ბეკერმა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა, ალისონ ბეკერმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს. საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული შანსი, მიმდინარე სეზონი ბრაზი...
1794229413
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლია...
1794228598
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და...
1794228363
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქა...
1794228205
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: აგენტურა საკუთარ მხარდამჭერებს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს უმალავს - ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ ეთერი, რომელიც არ არის საინტერესო საქართველოსთვის
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და ვიზიტის საპასუხოდ, ოპოზიციის სრულ დუმილს ეხმაურება. დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები საკ...































