შალვა პაპუაშვილი: ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, სააკაშვილს 11 წლის მოხდა მოუწევს

ვინც არ ნანობს, მას არც მიეტევება, ასე რომ, სააკაშვილს თავისი 11 წლის მოხდა მოუწევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას.

„გადაწყვიტოს, თავისი 11-წლიანი სასჯელის რომელ მომენტში მოინანიებს, თუ არა თავის დანაშაულებს. თუ რატომ არ ინანიებს, ამას თავისი ახსნას აქვს. ეს მისი პირადი დამოკიდებულება კი არ არის დანაშაულის მიმართ, ეს არის გარედან წაქეზებული შეგულიანება. როდესაც პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი სიკორსკი გამოდის და ამბობს, რომ სააკაშვილი მოდერნიზატორი იყო და მაგალითი იყო, როდესაც ევროკომისია გამოდის და ამბობს, რომ თვითნებურად დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ და ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს კითხვას, ამაში შედის, თუ არა სააკაშვილი და ამით ტოვებს იმ მიზეზს, რომ ვიფიქროთ, ალბათ, სააკაშვილსაც გულისხმობს ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირი. როდესაც ასე აგულიანებენ, იმიტომაც არ აღიარებს დანაშაულს, რადგან, სხვა შემთხვევაში, უნდა ილაპარაკოს იმაზე, საქართველოში შემოპარვა ვინ დაუორგანიზა. ვიცით, რომ უკრაინის სპეცსამსახურების ორგანიზებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოაპარეს. მაშინ უნდა მოჰყვეს, საქართველოში 2021 წელს შემოპარვამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში რომ იყო და არა მხოლოდ ევროპარლამენტარებს ხვდებოდა, არამედ ევროკომისიაშიც ჰქონდა შეხვედრები. ასევე, უნდა მოჰყვეს, რაზე ესაუბრებოდნენ და რა დავალებები მისცეს, თუ რა შეუთანხმა და არ შეუთანხმა.

ეს ყველაფერი მოსაყოლი ექნება თავის აღიარებასა და მონანიებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ვინ რას მოანანიებინებს? – თავის დანაშაულებზე ბოლომდე თუ ილაპარაკებს, საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელი უნდა გახსნას, სადაც ვნახავთ, რომ ჩართული არიან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები, უცხო ქვეყნების ხელისუფლებები და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი. რაც შეეხება მისი მხრიდან ბელეტრისტიკას, რომ პირადი ცხოვრება დავუნგრიეთ, მგონი, პირიქით, ავუშენეთ. კაცი ციხეში იყო და შვილი შეეძინა. შეიძლება, ამისთვის პენიტენციურ სისტემას მადლობაც კი გადაუხადოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794231446

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთთან გვაქვს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, არსებობს უფრო ამბიციური გეგმებიც, მათ შორის, შუა დერეფანთან, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით

ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელის მოწვევით ჩინეთში ჩვენი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დაიწყება, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თ...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794230350

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია, მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1794229751

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1794229490

ახალი ამბები

ფაბრიციო რომანო: ალისონ ბეკერმა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა, ალისონ ბეკერმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს. საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული შანსი, მიმდინარე სეზონი ბრაზი...

ფაბრიციო რომანო

1794229413

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლია...

შალვა პაპუაშვილი