ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე გაიზარდა, ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან CGTN-თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა. სამხარაძემ ქვეყნებს შორის გაზრდილ ტურისტულ ნაკადზე, სავაჭრო ბრუნვასა და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი წელი გვქონდა. მიმდინარე წლის ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა. ამ ახალმა სტატუსმა უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ამასთან, ჩინეთსა და საქართველოს შორის იმაზე მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ საქართველოს უვიზოდ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს - ჩინეთს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს არა მხოლოდ ხალხთა შორის კონტაქტებს, არამედ ბიზნესკავშირებსაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება. წელს, პირველ ცხრა თვეში, ჩვენ უკვე გადავლახეთ 2 მილიარდი დოლარის ზღვარი და ვიმედოვნებთ, წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლართან ახლოს იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის სფეროშიც, რადგან როგორც ჩინეთი, ისე საქართველო ძალიან არიან დაინტერესებული ე.წ. შუა დერეფნით, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის დღეს ყველაზე მოკლე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი კავშირი ჩინეთიდან ევროპამდე“,- აღნიშნა სამხარაძემ.
მან ასევე, ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად.
„ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული კონფლიქტებისა და ომის გამო, ე.წ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები დღეს დაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გავლით მარშრუტი ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა ჩინეთისა და ევროპის დასაკავშირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, აქ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ვიმედოვნებთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თუმცა ამის მიღმაც, მე ვახსენე ხალხთა შორის კონტაქტები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა განათლების სფეროშიც იზრდება. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტია, რომლებსაც ჩინური ენის სწავლა სურთ, ასევე, ბევრი ჩინელი სტუდენტია, რომლებსაც ქართულის სწავლა უნდათ. ასე რომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ საგანმანათლებლო მიმართულებით გაცვლის გააქტიურება.
და ბოლოს, კულტურის კუთხით გაცვლა: საქართველოც და ჩინეთიც ძველი ცივილიზაციებიდან წამოსული ერებია. შესაბამისად, კულტურულად და ტრადიციებით ბევრი მსგავსება გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებასთან ერთად კულტურის მიმართულებით გაცვლაც გააქტიურდება და უფრო დინამიკური გახდება. ორივე ქვეყნის ხალხი ბევრად მეტს შეიტყობს ერთმანეთის კულტურაზე და ბევრ საერთოს იპოვის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
1794229751
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1794229490
ახალი ამბებიფაბრიციო რომანო: ალისონ ბეკერმა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა, ალისონ ბეკერმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს. საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული შანსი, მიმდინარე სეზონი ბრაზი...
1794229413
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლია...
1794228598
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და...
1794228363
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქა...































