„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ჩინეთში შეხვედრებს გამართავს
„ძალიან მნიშვნელოვანია პეკინში ჩვენი ვიზიტი. გვექნება საინტერესო შეხვედრები, განსაკუთრებით გამოვყოფდი ახალგაზრდული მიმართულებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სურს ჩინეთთან არსებული ურთიერთობების გაღრმავება.
„ზაფხულში საქართველოში ჩინელი ახალგაზრდები იმყოფებოდნენ. ძალიან საინტერესო იყო მათთან შეხვედრა, ისინი საკმაოდ კარგად ფლობენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ძალიან კარგად კითხულობენ ჩვენს ლექსებს და ეს შეხვედრები, სწორედ ამის გაგრძელებაა.
ჩინელმა ახალგაზრდებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ჩვენც გვინდა, უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. საკმაოდ კარგად ჩაიარა შეხვედრებმა.
ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით და საქართველოს აქვს პოტენციალი, უფრო გააღრმაოს ურთიერთობები ჩინეთთან, რაც სამომავლოდ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ წაადგება.
მოხდება გამოცდილების გაზიარებაც, გვექნება სამომავლო ხედვები, გეგმები, თუ როგორ შეიძლება, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, განსაკუთრებით ახალგაზრდული მიმართულებით. ძალიან ბევრი ისეთი რამ არის, რაც ჩვენთვის გამოსადეგი იქნება, ასევე გავუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას. ვფიქრობ, შეხვედრები ნაყოფიერად და კარგად ჩაივლის“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
1794228598
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და...
1794228363
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქა...
1794228205
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: აგენტურა საკუთარ მხარდამჭერებს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს უმალავს - ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ ეთერი, რომელიც არ არის საინტერესო საქართველოსთვის
მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს და ვიზიტის საპასუხოდ, ოპოზიციის სრულ დუმილს ეხმაურება. დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები საკ...
1794227569
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ
„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩ...
1794227472
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას...































