ლევან მაჭავარიანი აშშ-თან ურთიერთობაზე: ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული

ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა აშშ-თან ურთიერთობებზე საუბრისას.

წამყვანმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს საქართველოს ხელისუფლებას მულტივექტორული პოლიტიკისგან.

„გვინდა, ყველა ფრონტზე იყოს გახსნილი ურთიერთობების გამყარება. ვერავინ დაგვზრახავს, რომ იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაიმე გვაქვს დაკლებული ურთიერთობების ახალი ნიშნულით დაწყებისათვის. ღიად ვგულშემატკივრობდით ბატონი ტრამპის მოსვლას ხელისუფლებაში, რადგან თანხვედრაა პოლიტიკურ შეხედულებებში, ღირებულებებით ნაწილში, რუსეთ-უკრაინის ომის, „ენჯეო სექტორის“ შეფასებაში, ევრობიუროკრატებთან პრეტენზიებში.

ჩვენი მხრიდან ვიხილეთ ღია წერილი და ყველაფერი, რაც გაკეთებული გვაქვს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს. მათ იციან ჩვენი პოზიცია. ვიზიტიც ვიხილეთ, საკმაოდ პოზიტიური, ადმინისტრაციის წარმომადგენლების საქართველოში. ბურთი მათ მოედანზეა და იციან ჩვენი მზადყოფნა, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით მათთან ერთად და დროსა და სივრცეში გავწერთ გზამკვლევს, სადაც ორივე მხარის ინტერესები იქნება ასახული.

რაც შეეხება ევროკავშირს, ბრიუსელი, სამწუხაროდ, ისევ გაბუტვის რეჟიმშია, იქიდან გამომდინარე, რომ უარი განვაცხადეთ „პროქსი სახელმწიფოდ“ საქართველოს გამოცხადებაზე. რაც მალე გაუსწორებენ რეალობას თვალს, მით უკეთესი.

ცალკეულ ქვეყნებთან ვაყალიბებთ ურთიერთობებს, ვიყენებთ აბსოლუტურად ყველა პლატფორმას. ბატონი შალვა პაპუაშვილი ჩეხეთში იმყოფება. მანამდე იყო იტალიაში. ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია იყო მანამდე ჩეხეთში, ლუქსემბურგში და ეს დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მოხდა. პრემიერი იყო გაეროში, მანამდე საფრანგეთში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ბრიუსელის „გაბუტული რეჟიმის“ მიუხედავად, დრო არ დავკარგოთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები ცალკეულ ქვეყნებთან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794230350

ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია, მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძ...

ნიკოლოზ მეტრეველი

1794229751

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5943 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5949 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1794229490

ახალი ამბები

ფაბრიციო რომანო: ალისონ ბეკერმა, შესაძლოა, სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა, ალისონ ბეკერმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს. საკუთარ YouTube არხზე საუბრისას ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული შანსი, მიმდინარე სეზონი ბრაზი...

ფაბრიციო რომანო

1794229413

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე ტომიო ოკამურას შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩეხეთს შორის მრავალწლია...

შალვა პაპუაშვილი

1794228598

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა!

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის დიპლომატიური მოვლენის იგნორირება ოპოზიციის, ოპოზიციური მედიისა და...

ლადო სადღობელაშვილი