ირაკლი კირცხალია: დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის, პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას ორმაგი შემართებით გავაგრძელებ
ყველა აქტუალური საშინაო და საგარეო საკითხი, გუნდის შიგნით მიმდინარე მოვლენები და პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი - უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში დასრულებულია.
მანამდე შედგა პოლიტსაბჭოს სხდომაც. ორივე შეხვედრას მმართველი პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა და უძღვებოდა.
ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე შეემატნენ.
სხდომის დასრულების შემდეგ, ირაკლი კირცხალიამ გუნდის წევრებს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტსაბჭოს წევრს, საპატიო თავმჯდომარეს, პარტიის თავმჯდომარეს. ჩემთვის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ორმაგი პასუხისმგებლობაა.
ორმაგი შემართებით გავაგრძელებ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად მუშაობას. იცით, რომ გამოწვევები ბევრია ქვეყანაში და არა მხოლოდ შიდაპოლიტიკურად, საგარეო პოლიტიკის კუთხითაც და დიდ მადლობას გადავუხდი სრულიად გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის.
გავიარეთ ყველა მიმდინარე, აქტუალური საკითხი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
1792234349
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ ჰყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია და არა აგენტურა, რომელსაც აქვს მონოპოლიზებული ოპოზიციური ველი
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, პარტიების აკრძალვის საკითხის დაყენება საკონსტიტუციო სასამართლოში აბსოლუტურად ბუნებრივი მოცემულობაა და დემოკრატ...
1792232940
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: 2012 წლამდე პატიმრების კვებაზე, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს შეადგენს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი“ პენიტენციურ სისტემაში კვების ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილ ბიუჯეტზე...
1792231716
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობ...
1792229880
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა შიშის ზარს სცემს მთლიანად რადიკალურ ჯგუფებს და ისინი ყოველ ჯერზე პანიკაში ვარდებიან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივა...
1792229727
ახალი ამბებიპატრიარქის მილოცვა ვეტერანებს: განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას
დეკანოზმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე) ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა წაიკითხა...































