ირაკლი კობახიძე: გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც
„გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართული სხდომების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა.
„იცით, პროცესები რაც იყო, არიან ადამიანები, რომლებიც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა. ამაზე იყო საუბარი.
ჩვენთვის, ყველასთვის, მათ შორის, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვის გულსატკენია, რაც მოხდა, როცა ასე ვითარდება პროცესები.
გუნდის ყოფილი წევრები როდესაც სასჯელს იხდიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, ეს არის გულსატკენი და ეს გულისტკივილი გამოითქვა ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც. სამწუხაროა, რაც მოხდა, ეს იყო გუნდისთვის ერთგვარი დარტყმა. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოშვების ან შესაძლო შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ სხდომაზე ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
„ძალიან ზოგადად შეეხო ბიძინა ივანიშვილი განვითარებულ პროცესებს და თავისი საკუთარი შეფასება გააკეთა ამ პროცესებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კობახიძემ.
1792232940
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: 2012 წლამდე პატიმრების კვებაზე, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს შეადგენს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი“ პენიტენციურ სისტემაში კვების ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილ ბიუჯეტზე...
1792231716
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობ...
1792229880
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა შიშის ზარს სცემს მთლიანად რადიკალურ ჯგუფებს და ისინი ყოველ ჯერზე პანიკაში ვარდებიან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივა...
1792229727
ახალი ამბებიპატრიარქის მილოცვა ვეტერანებს: განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას
დეკანოზმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე) ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა წაიკითხა...
1792226741
ახალი ამბებირუსთავში მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
რუსთავში მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის...































