გიორგი პატარიძე: 2012 წლამდე პატიმრების კვებაზე, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს შეადგენს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი“ პენიტენციურ სისტემაში კვების ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, თუ 2012 წლამდე მსჯავრდებულთა კვებაზე წლიურად 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს ეს თანხა 67 მილიონ ლარს აღემატება.
„იმავე კვებასთან დაკავშირებით შემიძლია, კონტრასტი ვაჩვენო და შედარება გავაკეთო იმ სამარცხვინო პროცესებთან, რაც 2012 წლამდე ხდებოდა, ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში. კვების წლიური საშუალო ხარჯი ბიუჯეტს უჯდებოდა, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე, მაშინ, როდესაც დღევანდელი ხარჯი შეადგენს 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს. ეს არ არის უბრალოდ კალმით მოხაზული მენიუ-განრიგი, ეს არის ნუტრიციოლოგების მიერ შედგენილი მენიუ-განრიგი. შედეგად მივიღეთ როგორც დიეტური კვების ნაწილი, ისე ჩვეულებრივი ყოველდღიური.
ასევე, ჩვენ გვყავს მსჯავრდებულები, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადებების მატარებლები, მათ სპეციფიკური კვება სჭირდებათ და მათთვისაც ცალკე კვება არის გამოყოფილი. აქვე კვებაზე უნდა აღვნიშნო ბოლო პერიოდში გახმაურებული ამბებიდან ცნობილი მსჯავრდებული ქალბატონი, რომელმაც განაცხადა, რომ არის ვეგანი და, შესაბამისად, ვეგანური კვება მოითხოვა.
რა თქმა უნდა, მყისიერად მოხდა რეაგირება, როგორც თვითონ უწოდებენ „ჯოჯოხეთურ ციხეში“ და დღეს ის სარგებლობს ვეგანური კვებით. დღეს სწორედ აქ ვართ, რომ პენიტენციურ სისტემაში სერვისები თითოეული მსჯავრდებულის ინტერესზეა დამყარებული“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ.
1792225051
ახალი ამბებიირაკლი ჩიქოვანი: ვეტერანის დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნისთვის ყველაზე რთულ დროს აიღეს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და სამშობლოსათვის თავდადებითა და ერთგულებით იბრძოლეს ჩვენი ქვეყნისათვის
17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა. თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დასრულდა სულ ცოტა ხნის წინ სასტუმრო „პარაგრაფ“ თბილისში. ადგილზე ვეტერანებთან ერთად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგე...
1792224992
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე: განხილული იქნება მიმდინარე თემები, რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული საკითხის განხილვა არ იგეგმება
დღეს, 14:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში აქტუალურ თემებს, ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. დადასტურებულია,...
1792224181
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძვირფასო ვეტერანებო, საქართველოს წინაშე თქვენი ვალი ღირსეულად მოიხადეთ, მადლობა სამსახურისთვის, სიმტკიცისთვის და მაგალითისთვის, რომელსაც მომავალ თაობას უტოვებთ
„დღეს საქართველო პატივს მოგაგებთ თქვენ - ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში პირადზე მაღლა სამშობლოს სამსახური დააყენეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...
1792221965
ახალი ამბებიპრემიერი: ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის
ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ საქართ...
1792221047
ახალი ამბებიქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს...































