რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა შიშის ზარს სცემს მთლიანად რადიკალურ ჯგუფებს და ისინი ყოველ ჯერზე პანიკაში ვარდებიან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება, რომლის გამოჩენაც, შიშის ზარს სცემს რადიკალურ ჯგუფებს.

„შეხვედრა დაეთმობა მიმდინარე საკითხებს და რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც დამთავრდება უმრავლესობის სხდომა, როგორც ეს ყოველ ჯერზე ხდება, საზოგადოებას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია. მაგრამ აქ ერთი სხვა საკითხიც არის საინტერესო, ის რეაქცია, რაც რადიკალურ ჯგუფებს აქვთ იმაზე, რომ იქნება უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ამავდროულად დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი, ვინაიდან მისი თითოეული გამოჩენა შიშის ზარს სცემს მთლიანად რადიკალურ ჯგუფებს და ისინი ყოველ ჯერზე პანიკაში ვარდებიან ხოლმე.

ეს ძალიან კარგია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც უცხოურ ძალებს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ფრთხიან მაშინ, როდესაც ჩვენ ერთად ვიკრიბებით, ვმსჯელობთ საკითხებზე და როდესაც იგებენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელს.

ვინაიდან ეს არის ის ადამიანი, ვინც საქართველოში პირველ რიგში დაამარცხა რადიკალური ჯგუფები და დაამარცხა ისე, რომ ისინი დღეს სრულად არიან განადგურებულები და რა თქმა უნდა, ვერასდროს ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ვეღარ შეძლებენ“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792221965

ახალი ამბები

პრემიერი: ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის

ვეტერანის დღეს გილოცავთ სხვადასხვა თაობის ვეტერანებს, რომლებიც საქართველოში თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ საქართ...

ირაკლი კობახიძე

1792221047

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს...

დაკავება და ბორკილები

1792221008

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე, 1 500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული

სტაჟირების პროგრამაში ჩართულია 364 უწყება, 3 500 ვაკანსიაზე გვქონდა 55 000 აპლიკაცია, საიდანაც 5 600 იყო უნიკალური - ეს მიუთითებს ძალიან დიდ ინტერესზე და 1 500-მდე სტაჟიორი იქნა შერჩეული, - ამის შესახ...

ლევან ჟორჟოლიანი

1792218864

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ამერიკის მსგავსად, გერმანიაც საწვავის ფასებზე აწუწუნდა - რუსული საწვავი გვინდაო, რადგან მოსკოვში ბენზინი ევროპულ დედაქალაქებსა და თბილისზე გაცილებით იაფია

რუსული საწვავისადმი ევროპის ქვეყნების ინტერესი ახსნა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა. როგორც ექსპერტი წერს, ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, რუსული საწვავის დ...

დავით ქართველიშვილი

1792218719

ახალი ამბები

დღეს, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

17 ოქტომბერს 14:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. რაზე იმსჯელებენ, კონკრეტული საკითხები ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, ცნობილია, რომ უმრავლესობის სხდომას „ქართ...

„ქართული ოცნების“