„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად გამოწვევები გადალახულია
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პოლიტსაბჭოს სრული შემადგენლობა დაესწრო. სხდომას ესწრებოდა პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
პარტიის ცნობით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა - პოლიტსაბჭოს წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.
პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ, შეხვედრა უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდა.
როგორც პოლიტსაბჭოზე, ასევე, უმრავლესობის სხდომაზე, მმართველი გუნდის წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები განიხილეს.
პარტიის საპატიო თავმჯდომარემ გუნდის წევრებს აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში, გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის, სამთავრობო გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობის შედეგად ეს გამოწვევები სრულად და ეფექტურად არის გადალახული.
ასევე, სხდომაზე ყურადღება დაეთმო მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დაანონსებულ კონკრეტულ ინიციატივებსა და რეფორმებს. უმრავლესობის სხდომა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
1792232940
ახალი ამბებიგიორგი პატარიძე: 2012 წლამდე პატიმრების კვებაზე, დაახლოებით, 24 მილიონ ლარამდე იხარჯებოდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 67 მილიონ ლარზე ცოტა მეტს შეადგენს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ პოდკასტში „კონტრასტი“ პენიტენციურ სისტემაში კვების ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაზრდილ ბიუჯეტზე...
1792231716
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობ...
1792229880
ახალი ამბებირატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა შიშის ზარს სცემს მთლიანად რადიკალურ ჯგუფებს და ისინი ყოველ ჯერზე პანიკაში ვარდებიან
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივა...
1792229727
ახალი ამბებიპატრიარქის მილოცვა ვეტერანებს: განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას
დეკანოზმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე) ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა წაიკითხა...
1792226741
ახალი ამბებირუსთავში მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
რუსთავში მტკვარში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ინფორმაცია „ექსკლუზივს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის...































