ირაკლი კირცხალია: გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მხოლოდ მშვიდობით და ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები
„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. პირველ რიგში ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან განაცხადა, სადაც მან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
კირცხალიამ „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„რაც შეეხება ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ გუნდი - პირველ რიგში ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ერთმანეთი, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები. საქართველომ გამოიარა ძალიან მძიმე წლები და თავის უახლეს ისტორიაში გაიგო, რა არის ომის ფასი.
ასევე ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ მსგავსი ტრაგედია საქართველოში არასდროს განმეორდეს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დაკვეთა და სურვილია, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით და ამისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა კირცხალიამ.
1790496240
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: რომ არა ხელისუფლების სწორი პოლიტიკა, შეუძლებელი იქნებოდა მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ განადგურების კალაპოტიდან, მშვიდობის კალაპოტზე გადავიყვანეთ ქვეყანა
„სოხუმის დაცემის დღეს ვიხსენებთ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ, ვიხსენებთ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც შეეწირა ამ ომს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თა...
1790495545
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება
„ეკა გიგაურის ორგანიზაცია არასდროს არ იყო არც არასამთავრობო ორგანიზაცია, არც ენჯეო, სინამდვილეში იყო ყოველთვის პარტიული დანამატი და ახლა მოუწიათ ამის აღიარება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინი...
1790494489
ახალი ამბებიპრემიერი: მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ
„მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა...
1790494384
ახალი ამბებიპრემიერი: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას
„27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქ...
1790493357
ახალი ამბებიკათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე შიო მესამე ლიტურგია აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია, ჯვართამაღლებ...































