ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის მიმართავს - როგორც ჩანს, საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცანით ჩვენი ქვეყანა, ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ თქვენთვის მიცემულ დავალებას ასრულებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართავს.
როგორც კირცხალია წერს, როგორც ჩანს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში მუშაობის პერიოდში ვერ გაიცნო საქართველო, ვერც ქართველი ხალხი და მიზანმიმართულად მხოლოდ მისთვის მიცემულ დავალებას ასრულებს.
„ბატონო პაველ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოში თქვენი მუშაობის პერიოდში ვერც ჩვენი ქვეყანა გაიცანით და ვერც ჩვენი ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ. სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოში ვიცავთ ტრადიციებს, პატივს ვცემთ ოჯახის სიწმინდეს, ჩვენს რელიგიას და იდენტობას. ბნელ წარსულს უწოდებთ იმას, რომ მხოლოდ ორ სქესს ვაღიარებთ და ჩვენთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ისევე, როგორც ლგბტქ+ პროპაგანდა, განსაკუთრებით ბავშვებში.
ამასთანავე, როგორც ჩანს, თქვენ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს კონსტიტუციურ წესრიგს და კანონებს, რომელთა ფარგლებშიც იძულებულნი ვართ კანონის შესატყვისად ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატიისგან გონებამოწამლულ, რევოლუციის მოწყობისკენ წაქეზებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ გმირებად ნათლავთ, რეალურად კი, ისინი სწორედ ევრობიუროკრატიის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის მსხვერპლი არიან.
თქვენივე განცხადებებით, ბნელ წარსულში დაბრუნებად სახავთ ფაქტს, რომ საქართველოში გვაქვს გამჭვირვალობის კანონი და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელის შავ ფულს ვეღარ დებენ ქართულ პოლიტიკასა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დანერგვაში, იმ იდეოლოგიის დანერგვასა და გავრცელებაში, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ფაშიზმზე უარესად კი შეიძლება მივიჩნიოთ.
ამის საპირისპიროდ, როგორც ჩანს, თქვენ საქართველოს ნათელ მომავლად სახავთ იმას, რასაც ევრობიუროკრატია უკვე ითხოვს უნგრეთის ახალი ხელისუფლებისგან, რომ დაუშვან ლგბტქ+ პროპაგანდა და ასევე, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის პროცედურები.
თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე. მანამ, სანამ ევროკავშირი იმ ფასეულობებს ეყრდნობოდა, რომელთა დაცვასაც საქართველო განუხრელად ცდილობს, ბატონი ელჩი კი სიბნელეს უწოდებს, ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური აქტორი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მოერგო, მორალურ ასპექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა და რეცესიაშია, გაერთიანების წევრი ქვეყნების უმრავლესობა კი უმძიმესი კრიმინოგენური პრობლემების წინაშეა.
უფრო მარტივად რომ განვმარტოთ თქვენი გზავნილის შინაარსი, ჩვენთვის ის დაახლოებით ასე ჟღერს – ნათელი მომავალია თქვენ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების მოწყობილი რევოლუცია, რასაც ხელისუფლებაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მართული აქტორების მოსვლა უნდა მოჰყვეს, რათა საქართველომაც ის სავალალო ბედი გაიზიაროს, რა დღეშიც ბრიუსელის პოლიტიკამ ევროპული ქვეყნები ჩააგდო.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა, მაგრამ გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად ვხვდებით, რომ ელემენტარული დიპლომატიური ეთიკაც კი არ მოგცემდათ ამ და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ სხვა არადიპლომატიური განცხადებების გაჟღერების უფლებას, მაგრამ თქვენს ქმედებებსა და განცხადებებში აშკარად იგრძნობა და იკითხება „დიფ სთეითის“ ხელწერა და გავლენა.
რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში თქვენ დიპლომატიურ მისიას ასრულებთ, შესაბამისად, წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის მჭიდრო, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია.
მეორე მხრივ, აშკარაა, რომ იქამდე, ვიდრე ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან თქვენს ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის, ადამიანს, რომელიც თქვენს მსგავსად არ წარმოადგენს და არ გამოხატავს ევროპელი მოსახლეობის აზრსა და პოზიციას.
დასასრულ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში თქვენი მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება „დიფ სთეითის“ მართულ ევროპასა და იმ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის, რომლისკენაც საქართველო გაცხადებულად მიისწრაფვის და ამ სწრაფვას ვერც პირადად თქვენ და ვერც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატია შეაჩერებს“, – წერს კირცხალია.
1776939362
საზოგადოებაპაპუაშვილი: ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა - მისი მოღვაწეობა არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. მის სახელს უკავშირდე...
1776938275
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
მიმდინარე წლის 23-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“. საქართველოს...
1776936980
ახალი ამბებინინო წილოსანი: ჰერჩინსკის განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდგომი ფაზა წყევლა იქნება, ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება ომსა და სიღარიბეში დაბრუნებით
„ვუსმინე რა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა. ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება, თურმე ომში, გაჭირვებასა და სიღარიბეში დ...
1776936113
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთი...
1776935845
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს თავდაცვის სფეროში საქა...


























