შალვა პაპუაშვილი: ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც სახელმწიფოს, ერს - საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. „ნამესტნიკების" და „მეორე მდივნების" დრო ქართველმა ხალხმა „ბნელ დროს" ჩააბარა

ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც იგი აღნიშნავს, საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს.

„მართალია, ბატონ ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა “ჩახუტებით გავეგუდეთ". ასე იყო უწინ, ასეა დღესაც:

ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა.

სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები.

სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ.

ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მზაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა, რეკეტი, წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული.

რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას.
ხალხი, როგორც ერთობა, სწორედ ასეთი მოვლენებით იზომება და არა ვინმეს გემოვნებით - საყოველთაო დღეები გამოხატავენ ხალხს.

ხალხი ვნახეთ 2024 წლის არჩევნებზე. ხალხი ვნახეთ პატრიარქთან გამოთხოვების დღეებში. და ხალხს კიდევ ერთხელ ვიხილავთ რამდენიმე დღეში, 17 მაისს - ერთიანს, მტკიცეს, საკუთარ რწმენასა და იდენტობაზე დამყარებულს.

ამ ფონზე, ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, ის პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია.

ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობა რომანტიზებულია, მისი ორგანიზატორები კი ჰეროიზებული.

დაბოლოს, საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის და ბრიუსელმა კარგად იცის, რა არის ამისთვის აუცილებელი:

უნდა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა,

უნდა შეწყდეს არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები,

უნდა გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.

ურთიერთობა, რომელიც არ ეფუძნება პატივისცემას, ვერ იქნება პარტნიორობა.

რეალური პარტნიორობა იწყება მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთს აღიქვამენ თანასწორებად.

ყველამ პატივი უნდა გვცეს როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს, ერს.

საქართველო არ არის პერიფერიული კოლონია, რომელიც მეტროპოლიის ინტერესებს უნდა შეეწიროს. "ნამესტნიკების" და "მეორე მდივნების" დრო ქართველმა ხალხმა "ბნელ დროს" ჩააბარა“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776939362

საზოგადოება

პაპუაშვილი: ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა - მისი მოღვაწეობა არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. მის სახელს უკავშირდე...

შალვა პაპუაშვილი

1776938275

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წლის 23-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“. საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი

1776936980

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: ჰერჩინსკის განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდგომი ფაზა წყევლა იქნება, ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება ომსა და სიღარიბეში დაბრუნებით

„ვუსმინე რა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა. ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება, თურმე ომში, გაჭირვებასა და სიღარიბეში დ...

ნინო წილოსანი

1776936113

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთი...

ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

1776935845

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს თავდაცვის სფეროში საქა...

ირაკლი კობახიძე