ირაკლი ქადაგიშვილი - მუქარაა, როცა ევროკავშირი ამბობს, ჩვენი ნების აღმსრულებლები თუ არ იქნებით, შეგვიძლია, ცუდი გაგიკეთოთო, ასეთ გზავნილს რომ გიგზავნის, როგორ არის ეს მშვიდობის, აყვავების გზა
„პაველ ჰერჩინსკის განცხადებაში არის მუქარაც და ის დესტრუქციული ხედვაც, რაც, სამწუხაროდ, საქართველოსთან მიმართებით აქვს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, ევროკავშირი იმუქრება.
„წარმოუდგენელია, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქვეყანას ეუბნება – არჩევანი გაქვს, ევროკავშირი ან ბნელეთში დაბრუნებაო. ანუ, რას ამბობს, რომ აქ ისეთი მოვლენები უნდა განვითარდეს, რომ სახელმწიფო ჩამოიქცევა და იმ ბნელეთში აღმოჩნდებით, ალბათ რა ბნელეთიც, 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული სამოქალაქო თუ რუსეთის ფედერაციასთან არსებული დაპირისპირებების და ომების დროს იყოო. ეს ელჩის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ხედვის გაბანკროტებაა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივას, კარგი იქნება თუ ცოტა საკუთარ თავთანაც იქნებიან კრიტიკული დამოკიდებულებით. საქართველოსთან მიმართებით საკუთარ ქმედებაში პოზიტივი დაინახონ და არა ულტიმატუმით და ნეგატივით საუბარი.
დემოკრატიაზე როდესაც საუბრობენ, მათ საქართველოს დემოკრატიული შემდგომი განვითარების მხარდასაჭერად ყველაზე კარგი საშუალება ჰქონდათ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რა ანტიდემოკრატიული და ანტიდიპლომატიური საქმიანობაც გასწიეს, მაგრამ უარესით გააგრძელეს, როდესაც საქართველოს პარლამენტის დესტრუქციას და სახელმწიფო გადატრიალებას მხარი დაუჭირეს. აქედან გამომდინარე, ის მიზანი, რა მიზანზეც ლაპარაკობს, მათივე პოლიტიკური თუ სხვა ქმედებით ტორპედირებულია. ეს არის მუქარა – თუ არ იქნებით ჩვენი ნების აღმსრულებლები, მაშინ შეგვიძლია, ჩვენ ცუდი გაგიკეთოთო. ამას გეუბნება ევროკავშირი. ახლა როგორ არის ეს მშვიდობის, თანასწორობის და აყვავების გზა, როდესაც ასეთ გზავნილს გიგზავნის?“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
1776939362
საზოგადოებაპაპუაშვილი: ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა - მისი მოღვაწეობა არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა საკუთარი ცოდნითა და ერთგულებით განამტკიცოს ეროვნული იდენტობა და გაამდიდროს მსოფლიო მეცნიერება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „დღეს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. მის სახელს უკავშირდე...
1776938275
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას
მიმდინარე წლის 23-24 აპრილს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“. საქართველოს...
1776936980
ახალი ამბებინინო წილოსანი: ჰერჩინსკის განცხადების შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდგომი ფაზა წყევლა იქნება, ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება ომსა და სიღარიბეში დაბრუნებით
„ვუსმინე რა პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, გამიჩნდა ეჭვი, რომ შემდეგი ფაზა წყევლაზე გადასვლაა. ევროკავშირისგან აქამდე იყო დასანქცირებით შანტაჟი, ახლა გვემუქრება, თურმე ომში, გაჭირვებასა და სიღარიბეში დ...
1776936113
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობა და ორმხრივი ურთი...
1776935845
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი და გავცვალეთ მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების გარემოს ცვლილებებთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, განიხილეს თავდაცვის სფეროში საქა...


























