თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო.

კონფერენციაზე ხაზი გაესვა ივანე ჯავახიშვილის განსაკუთრებულ როლს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველი უნივერსიტეტის დაფუძნებაში, მის წვლილს განათლების და მეცნიერების განვითარებაში.

ღონისძიებაზე შედგა მარიკა ბაკურაძის დოკუმენტური ფილმის - „ივანე ჯავახიშვილის“ პრეზენტაცია.

ფილმი, რომელიც ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლს ეძღვნება, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა.
„ივანე ჯავახიშვილმა ჩვენს ქვეყანას უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა.

ის იყო მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ევროპული მოდელის ეს უმაღლესი სასწავლებელი ყველაზე ძველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. ამით ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით და ვიამაყებთ.

ფილმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ეძღვნება, გვარწმუნებს იმაში, რომ განათლებას, რომელიც ეროვნული იდენტობის ძლიერ საძირკველზე დგას, ვერავინ და ვერაფერი მოერევა. მადლობას ვუხდი ფილმის ავტორს - მარიკა ბაკურაძესა და შემოქმედებით ჯგუფს. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი არის მნიშვნელოვანი ნამუშევარი ივანე ჯავახიშვილის როლის, უნივერსიტეტის იდეისა და ჩვენი მთავარი ღირებულებების შესახებ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება მას სათანადოდ შეაფასებს. მინდა აღვნიშნო, რომ კასპის მუნიციპალიტეტში, ხოვლეში ვახორციელებთ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მთლიან რეაბილიტაციას და ძალიან მალე ყველას ექნება მისი დათვალიერების საშუალება“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776951464

ახალი ამბები

პრემიერი: ზურაბ პატარაძე იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწევს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, -...

პრემიერი

1776948367

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: არ შეიძლება, საქართველოს ამ ოპოზიციისგან რაიმე სიკეთის მოლოდინი ჰქონდეს, ხელისუფლებას ჰყავს არა სუსტი, არამედ დესტრუქციული ოპოზიცია

ეს ალიანსი და ლიდერები დაკავშირებულია საქართველოში დესტრუქციული დღის წესრიგის გატარებასთან, მათი საგარეო მფარველობაც ამ დესტრუქციის გატარებისთვისაა, მათი დღის წესრიგი იყო, არის და იქნება საქართველოში...

ირაკლი ქადაგიშვილი

1776947908

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გეკა გელაძ...

საქართველოს მთავრობა

1776946333

ახალი ამბები

აფეთქება ბათუმში - დაშავდა ერთი ადამიანი

ბათუმში, ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის ტერიტორიაზე აფეთქება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ აფეთქდა გაზის ბალონი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის...

პოლიცია, ლენტი

1776944047

საზოგადოება

მიქანაძე: ივანე ჯავახიშვილმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა განათლებული და ძლიერი ქვეყნის შენებას - მისი თაოსნობით დაარსდა თბილისში განათლების, კულტურისა და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრების მთავარი კერა, რომელიც მის სახელს ატარებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეც...

გივი მიქანაძე