პრემიერი: „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი

„საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ რადიკალური ანტირუსული განწყობა ყალბია და ეს კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი არის „დიფ სთეითის“ გეგმა, საკუთარი აგენტურის გამოყენებით, რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას ემსახურება „დიფ სთეითის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. სწორედ ეს იყო ის „შესაძლებლობების ფანჯარა“, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა.
საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას მალევე მოჰყვა დირექტივები რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისკენ იყო მიმართული.
სწორედ აღნიშნულ მოთხოვნებზე საქართველოს ხელისუფლების მიერ უარის თქმის, სუვერენული პოლიტიკის გატარებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედების გამო, ჩვენი ქვეყანა არაფორმალური ოლიგარქიული ძალებით მოქმედი ევროპული ბიუროკრატიის და დასავლელი ლიდერების სამიზნედ იქცა.

ამ პროცესში სხვადასხვა ქვეყნებმა, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად „დიფ სთეითის“ მიერ იმართებიან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ - ბაიდენის ხელისუფლებამ, აამოქმედეს ზეწოლის ყველა მექანიზმი - სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველ მოსამართლეებს, პოლიციის მაღალჩინოსნებს, ფიზიკურ პირებს და ა.შ. ასევე, ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ხოლო მას შემდეგ, რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით ზურგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს, საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში გახვევას ცდილობენ.

ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი, რომელიც სინქრონულად, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება. სწორედ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის ამ ახალი ეტაპის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა ჩემი დღევანდელი მიზანი,“- აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786525396

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს

„ჩვენი ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს - გაერთიანებულ, მშვიდობიან და ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მი...

მიხეილ ყაველაშვილი

1786524612

ახალი ამბები

სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ზუგდიდში სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმო შპს „ანაკლია“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, გრიბოე...

სასმელი წყლი

1786521733

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, გონივრული პოლიტიკის სიმბოლო, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე, პოლიტიკური უგუნურების სიმბოლო

„1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა, 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც საკუთა...

შალვა პაპუაშვილი

1786521437

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი – გილოცავთ დიდგორობას, ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს

„დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გა...

მიხეილ ყაველაშვილი

1786516996

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრ...

დაკავება და ბორკილები