ირაკლი კობახიძე - 2024 წელს ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი ეროვნული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და არა პრორუსული, პროდასავლური, თუ ა.შ.

„2012 წელს მოქმედებდა სწორედ Deep state-ის აგენტურა საქართველოში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, Deep state-ის აგენტურას ყველაზე მეტად ჩვენი ტიპის ქვეყნებში განსაკუთრებით ახასიათებს

დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სრული ხელყოფა, მედიის მონოპოლიზება, სიტყვის თავისუფლების სრული ხელყოფა, ადამიანების წამება და ა.შ.

„ისინი მოსული იყვნენ ხელისუფლებაში 2004-დან 2012 წლამდე და ძალიან კარგად დაგვამახსოვრეს თავი სწორედ Deep state-ისეული ხელწერით. რა ახასიათებს ყველაზე მეტად Deep state-ის აგენტურას, განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებში - ეს არის დემოკრატიის და ადამიანის უფლებების სრული ხელყოფა, მედიის მონოპოლიზება, სიტყვის თავისუფლების სრული ხელყოფა, ადამიანების წამება და ა.შ. გვახსოვს, იგივე ქართული „გუანტანამო“ მოაწყვეს ჩვენს ქვეყანაში, მედიას რაც შეეხება, რა მდგომარეობაც არის ევროპის მასშტაბით მთლიანად, მონოპოლიზებული მედია, ის რეალობა დაამკვიდრეს საქართველოშიც 2004-2012 წლებში და ა.შ. ეს იყო მაშინდელი ხელწერა, 2004-2012 წლებში საქართველოში მოქმედებდა Deep state-ის აგენტურა, ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და უცბათ, 2011 წლის ბოლოდან 2012 წელს ამ აგენტურას შეექმნა საფრთხე. სწორედ ამას უკავშირდებოდა ის, რომ ჯერ კიდევ მაშინ ამ აგენტურამ დაამკვიდრა ეს ტერმინი - პრორუსული, რუსული და ა.შ. მათ უნდოდათ, თავიდან აერიდებინათ ხელისუფლებიდან აგენტურის ჩამოშორება.

მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ, თუ რამდენი უბედურება მოუტანა ამ აგენტურამ ჩვენს ქვეყანას, თუმცა მადლობა ღმერთს, პროცესები სხვანაირად წარიმართა. მაშინაც არავინ დაიჯერა ეს გზავნილები პრორუსულობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში მაშინაც, ისევე, როგორც ახლა, 12 წლის თავზე, 2024 წელს ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი სწორედ ეროვნული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და არა პრორუსული, პროდასავლური, თუ ა.შ. ჩვენი პოლიტიკური ძალა სწორედ ამით გამოირჩევა. ჩვენ ვატარებთ ეროვნულ ინტერესებს და საბოლოო ჯამში მივყვებით სწორედ სახელმწიფო ინტერესებს. ეს არის უმთავრესი ამოსავალი წერტილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1753119834

ახალი ამბები

თბილისის მერია: გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში სოციალური საცხოვრისიდან ოჯახები გამოყარეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს, არის ტყუილი

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, თითქოს ორხევის დასახლებაში არსებული სოციალური საცხოვრისიდან იქ მცხოვრები ოჯახები „გამოყარეს და ისინი ღია ცის ქვეშ დატოვეს“, არის სრული ტყუილი,“ - ა...

თბილისის მერია

1753117713

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი - ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში განვიხილეთ მნიშვნელოვანი მიმართულებები: ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი, ინვესტიციების ზრდა და თანამშრომლობა ენერგეტიკის სექტორში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე ტრანსპორტის მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1753116388

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართება ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ, როგორც პარტიებს ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც

„ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც,“ - აცხადებს პარლამე...

ლევან მაჭავარიანი

1753114344

ახალი ამბები

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საავტომობილო მოძრაობა იზღუდება

გარე განათების სამუშაოების გამო, თბილისის სამ გვირაბში საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში. განცხადების თანახმად, 22 ივლისს, 00:30 საათიდან 06:00...

ზოგადი

1753112822

ახალი ამბები

გიორგი ჩიმაკაძე - როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილი აპირებს იტალიის ხელისუფლება დაარწმუნოს, რომ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ჩიმაკაძე თავისი ოჯახის წევრის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლს დაავალა იტალიის მიმართულებით შეხვედრების ორგანიზება. მი...

გიორგი ჩიმაკაძე